იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

ნაკრების სამწვრთელო შტაბმა 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა შეარჩია, საიდანაც მოსამზადებელ პერიოდში 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასეთია: გიორგი ცინცაძე (შსს აკადემია), ჯეიკობ პულენი (ბრინდიზი, იტალია), ოთარ ფხაკაძე (ლანგსტონი, აშშ), ბექა წივწივაძე (შსს, აკადემია), მანუჩარ მარკოიშვილი (ცესკა მოსკოვი, რუსეთი), დუდა სანაძე (სან დიეგო, აშშ), ნოდარ გოგოძე (ოლიმპი), ბესო ლეჟავა (დინამო), მიხეილ ჭოჭუა (რუსთავი), ლევან ფაცაცია (ნიჟნი ნოვგოროდი, რუსეთი), ვიქტორ სანიკიძე (უნიკსი, რუსეთი),
გიგა ჯანელიძე (როზეტო, იტალია), თორნიკე შენგელია (ლაბორალ კუჩა, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი), ნიკა მეტრეველი (შსს აკადემია), ზაზა ფაჩულია (მილუოკი ბაქსი, აშშ), გიორგი შერმადინი (კანტუ, იტალია) და გიორგი შარაბიძე (შსს, აკადემია).

საქართველოს ეროვნული ნაკრები შეკრებას 13 ივლისს, ტრადიციულად, თბილისში დაიწყებს, 24 ივლისიდან კი სლოვენიაში გენერალური შეკრება დაიწყება, სადაც ნაკრების სრული შემადგენლობა მოიყრის თავს. საქართველოს ნაკრები სლოვენიაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბოსნისს ნაკრებთან. მთლიანობაში კი, მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში 10 სპარინგს ჩაატარებს თბილისური, ფრანგული და იტალიური ტურნირების ფარგლებში.

გაფართოებული შემადგენლობა სლოვენიის შეკრებისა და თბილისის საერთაშორისო ტურნირის პერიოდში გამოიცდება და შეირჩევა ის 12 კალათბურთელი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში, ამხანაგურ ტურნირებზე, შემდეგ კი ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მასპინძელ ხორვატიასთან, საბერძნეთთან, მაკედონიასთან, სლოვენიასა და ჰოლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი-ოფში 4 საუკეთესო ნაკრები გადავა. მომდევნო ეტაპზე გასული 16 გუნდი ერთმანეთს საფრანგეთის ქალაქ ლილში დაუპირისპირდება, სადაც 13 სექტემბრიდან ევრობასკეტის მერვედფინალები დაიწყება.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია:

5 სექტემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით)
საქართველო-ჰოლანდია

6 სექტემბერი, 20:00 სთ
სლოვენია-საქართველო

8 სექტემბერი, 20:00 სთ
საქართველო-საბერძნეთი

9 სექტემბერი, 20:00 სთ
საქართველო-მაკედონია

10 სექტემბერი, 20:00 სთ
საქართველო-ხორვატია.

წყარო: IPN
მკითხველის კომენტარები / 8 /
ტუღუში და უსტიაშვილი არ იძახებენ ცქიტიშვილს.
0
ისე 2 დღე მაინც იყოს შუალედი თამაშებს შორის კარგი იქნებოდა, ყოველ დღე ნამეტანია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული