შესაძლოა, გაგიკვირდათ, სლოვენიაში ქართველები მასპინძლები როგორ იყვნენო. საქმე ისაა, რომ ჩვენი გუნდი 23 ივლისის შემდეგ პოდჩეტრტეკის სპორტულ ბაზაზე ვარჯიშობს, ბოსნიელები კი ამ ქალაქს სწორედ საქართველოსთან სათამაშოდ ეწვივნენ.
მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა პირველივე მატჩის საწყის წუთებზე საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, დუდა სანაძე, ვიქტორ სანიკიძე და ზაზა ფაჩულია.
კუნთი აქვს გაჭიმული და 5 აგვისტოს არ უთამაშია ნაკრების
პირველ ათ წუთში ბოსნიელებმა იყოჩაღეს - 20:11, თუმცა დიდ შესვენებამდე ჩვენმა გუნდმა თამაში გამოასწორა და 20 წუთის შემდეგ 36:33-ს იგებდა.
მეორე ტაიმში, მართალია, დიდი უპირატესობა ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ არც მეტოქეს მივეცით თამაშის გაკონტროლების საშუალება.
64:55 მესამე პერიოდის შემდეგ, ხოლო საფინალო ანგარიში ზემოთ უკვე დავწერეთ. გავიმეოროთ? კი ბატონო - 78:73.
მეორე საკონტროლო მატჩს, ისევ ბოსნიასთან საქართველოს ნაკრები დღეს, 6 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა ისევ პოდჩეტრტეკში, ისევ 22 საათზე დაიწყება (თბილისის დროით).
საკონტროლო მატჩი
საქართველო-ბოსნია 78:73
11:20, 25:13, 28:22, 14:18
საქართველო: პულენი (6 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა), ფხაკაძე (2 ქ), გოგოძე, ფაჩულია (4 ქ, 6 პ, 9 მ, 1 დაკარგვა), ცინცაძე (13 ქ, 4 პ, 4 მ, 7 დ, 1 ჩ), შერმადინი (8 ქ, 1 პ, 3 მ, 1 დ), სანაძე (6 ქ), მარკოიშვილი (13 ქ, 1 პ, 2 მ, 4 დ), ფაცაცია, სანიკიძე (10 ქ, 3 პ, 5 მ, 2 დ, 3 ჩ), ჯანელიძე, ბურჯანაძე (10 ქ, 3 მ, 1 ჩ), მეტრეველი (6 ქ, 4 მ, 2 დ).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"