თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სპორტის სასახლეში თბილისის მერიის თასის მეორე სათამაშო დღეს ლატვიას დაუპირისპირდა.

ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ მატჩში ანგარიშით 78:76 დაამარცხეს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა ბექა ბურჯანაძემ და ზაზა ფაჩულიამ დააგროვეს, რომლებმაც 16-16 ქულა მიითვალეს. ვიქტორ სანიკიძეს (12 ქულა) კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.

საქართველო-ლატვია 78:76
20:16, 28:22, 22:23, 8:15

აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების 16 აგვისტოს 20:30 საათზე იტალიას შეხვდება. შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
შეიძლება ვინმემ აგვიხსნას პულენი რისთვის მოიწვიეს ნაკრებში და ფულს რაში უხდიან?
გელა
20:04 15-08-2015
0
ასეთი თამაშით ხვალ იტალიასთან დავმარცხდებით.
ლალი
20:09 15-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული