კოტე ტუღუში: ახალგაზრდებმა ლატვიასთან მატჩში თავი კარგად გამოიჩინეს

AutoSharing Option
საქართველოსა და ლატვიის ნაკრებების თბილისის მერიის თასის მატჩის შემდეგ გუნდებსი მწვრთნელებმა და კალათბურთელებმა თამაში შეაფასეს.

კოტე ტუღუში (საქართველოს ეროვნული ნკარების მწვრთნელი): "საინტერესო თამაში გამოვიდა და ზოგადად ძალიან კარგი ტურნირი ტარდება. საქართველოში ძლიერი გუნდები ჩამოვიდნენ და ეს თამაშები ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის.

ვფიქრობ, კიდევ უკეთესი შეხვედრა გველის წინ. ტურნირში მონაწილე სამივე გუნდი განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს, ესტონეთი სულ სხვა გუნდია, ლატვია სხვა და იტალია საერთოდ განსხვავებულ კალათბურთს თამაშობს.

პირველი პერიოდი კარგად დავიწყეთ, თუმცა მეორე ტაიმში ალბათ დაღლილობამაც იქონია თამაშზე გავლენა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ,
რომ ამ ტურნირის საშუალებით ჩვენს შეცდომებს თვალნათლივ დავინახავთ და მათ გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.

დღეს ახალგაზრდებმა თავი გამოიჩინეს, თუმცა ჩვენ გვყავს წამყვანი კალათბურთელები, რომლებიც შესაბამის ფორმაში უნდა შევიდნენ.

აინარს ბაგატსკისი (ლატვიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ რიგში დიდი მადლობა ამ ტურნირზე მოწვევისთვის. დღევანდელმა თამაშმა თითქოს სარკეში ჩაგვახედა და პირდაპირ დაგვანახა ჩვენი შეცდომები.

მგზავრობამ და სიცხემ მიგვანიშნა იმ სირთულეებზე, რომელიც შესაძლოა ევრობასკეტზე ასპარეზობისას შეგვექმნას.

დღევანდელ მატჩზე საქართველოს ნაკრებს რაც სურდა, ყველაფერი გამოუვიდა. მიუხედავად ამდენი შეცდომებისა, გვქონდა მოგების შანსი და სხვაობაც არაერთხელ შევამცირეთ, თუმცა ბავშვური შეცდომების გამო გამარჯვებამდე ვერ მივედით. მართალია დღეს არ გამოგვივიდა გამარჯვება, მაგრამ შემდეგში აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას".

ბექა ბურჯანაძე (საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი): "ლატვიის ნაკრები საკმაოდ ძლიერია. შეუძლიათ პერიმეტრიდან კარგად შეტევა და ზუსტი სროლებით გამოირჩევიან. დაცვაში ის შედეგი, რაც გვინდოდა ვერ ვაჩვენეთ, თუმცა, სწორედ იმისთვისაა ეს ტურნირი, რომ უკეთ მოვემზადოთ და ჩვენი შეცდომები გამოვასწოროთ".

კასპარს ბერზინსი (ლატვიის ეროვნული ნაკრების წევრი): "ვულოცავ საქართველოს გამარჯვებას. ამ თამაშმა ჩვენი სისუსტეები და პრობლემები დაგვანახა და მადლობა ამისთვის საქართველოს ნაკრებს.

ფარი წავაგეთ და ეს იყო ჩვენი ძირითადი პრობლემა, ასევე დაცვაში დიდი სივრცეები გვქონდა და მეტოქე ადვილად შედიოდა ფარქვეშ. ეს შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

რაც შეეხება ლატვიის გეგმებს ევრობასკეტზე, მე, როგორც მოთამაშე, ჯერ მხოლოდ პირველ თამაშზე ვარ კონცენტრირებული და ამაზე ვფიქრობ. ოცნება კი, ალბათ როგორც სხვა გუნდებისთვის, ჩვენთვისაც მომავალ ოლიმპიადაზე მოხვედრაა".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვერ გავიგე იციით? ბურჯანაძემ თავზე დაახიეს ბურთი მოწინააგმდეგეს ყველაფერი გამოსდიოდა ორივეს და მტელი მეორე ტაიმი არ ათამაშეს და კინაგამ წააგეს, 9 ქულა ქონდა ბოლო მეოთხედში
qartveli
19:02 16-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული