საქართველოს ნაკრები რუსეთთან 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა იტალიაში, ტრიესტეს საერთაშორისო ოთხთა ტურნირში მეორე მატჩი რუსეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 81:69 დამარცხდა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა მხოლოდ მატჩის სტარტზე შეძლო 6-ქულიანი უპირატესობის მოპოვება, ამის შემდეგ კი სულ მდევრის როლში იყო.

პირველი მეოთხედი 18:26 წავაგეთ, დიდ შესვენებაზე კი ანგარიში 36:42 იყო, რუსების სასარგებლოდ.

სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელებმა კიდევ უფრო ცუდად მესამე მეოთხედი ჩაატარეს, რომელიც 12-ქულიანი სხვაობით წააგეს. ბოლო მეოთხედის წინ კი ანგარიში 64:46 გახდა.

ბოლო მეოთხედში მხოლოდ სხვაობის შემცირება მოვახერხეთ და საბოლოო მატჩი 12-ქულიანი სხვაობით დავთმეთ.

დღის პირველ მატჩში კი იტალიის ნაკრებმა ანგარიშით 90:69 დაამარცხა ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი "მიჩიგან სპარტანსი". ტურნირის გამარჯვებულიც სწორედ იტალიისა და რუსეთის შეხვედრაში გამოვლინდება, რომლებსაც 2-2 მოგება აქვთ.

საქართველოს ნაკრები კი ტრიესტეში ბოლო მატჩს "მიჩიგან სპარტანსთან" 30 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე გამართავს და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს რა იყო როგორი მოუმზადებელი შევხვდით თამაშს :@ ჯობია საერთოდ არ ვეთამაშოთ ასეთი მოუმზადებლები და ვიგაც გუნდთან წავაგოთ ვიდრე რუსეთთან!!!
svani_7
00:30 30-08-2015
0
სამწუხაროდ, პულენი ვერაფრით ფორმაში ვერ შევიდა. ცინცაძეს ვთხოვდი ჯარიმები ისეთივე მონდომებით ესროლოს ხოლმე, როგორც ამას ჩვენი კაპიტანი დიდი ზაზა ფაჩულია აკეთებს! სამქულიანები კვლავ პრობლემას წარმოადგენს, არადა ამის ხარჯზე მეტოქეები ბევრ ქულას გვიგდებენ. იმედია სულ სხვა მონდომებას და შემართებას ვიხილავთ. ოფიციალურ მატჩებში. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს!
თამაზი
01:26 30-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული