იგორ კოკოშკოვმა საევრობასკეტო თორმეტეული დაასახელა

AutoSharing Option
იტალიის ტურნირზე საქართველოს ნაკრებში 14 კალათბურთელი იყო, ევრობასკეტის განაცხადში კი 12 კაცი უნდა ჩაიწეროს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საბოლოო გადაწყვეტილება ტრიესტეს ტურნირის დასრულების შემდეგ მიიღო - საქართველოში მოემგზავრებიან გამთამაშებელი ოთარ ფხაკაძე და ცენტრი გიორგი შარაბიძე.

აი, 12-კაციანი განაცხადიც:

ზაზა ფაჩულია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, ჯეიკობ პულენი, ბექა ბურჯანაძე, ბესიკ ლეჟავა, ნიკა მეტრეველი, თორნიკე შენგელია, ლევან ფაცაცია და დუდა სანაძე.

გუშინ, 31 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა დასვენება გამოაცხადა. კალათბურთელებს რთული მატჩების შემდეგ
ნამდვილად სჭირდებოდათ ენერგიის აღდგენა.

30-ში, მიჩიგანის კოლეჯთან თამაშის შემდეგ, ჩვენი გუნდი ტრიესტეს სასტუმრო "სან როკოში" დაბრუნდა, სადაც სასლოვენიედ გამზადებული ავტობუსი დახვდა. დაახლოებით სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკს მიადგა, რომელიც მშვენიერ ადგილასაა გაშენებული, ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული.

რუკას თუ დავხედავთ, პოდჩეტრტეკთან ახლოს აგვისტოს ყველაზე აქტუალურ დასახელებას მოვკრავთ თვალს - ზაგრები. სწორედ ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი. ამ ქალაქში ჩვენი გუნდი 3 სექტემბერს გაემგზავრება, 5-დან კი დიდი ბრძოლებია...

ნაკრები პოდჩეტრტეკის კომპლექს "ტერმე ოლიმიას" დარბაზში ვარჯიშებს დღეს, 1-ელ სექტემბერს განაახლებს.

ვაჟა სიმონიშვილი პოდჩეტრტეკიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აშკარად ბიჭები ძალებს ზოგავდნენ ყველა თამაშში და არც გაემტყუნებათ, აი იქ კი, იმედია ცეცხლს დაანთებენ და გაგვახარებენ, მჯერა ასეც იქნება!
бмб
01 სექტემბერი 2015 16:06
0
იმედია ბიჭები გაგვახარებენ
პაატა
01 სექტემბერი 2015 15:30
0
იმედია ჩვენი ნაკრები მთელი სერიოზულობით და მთელი მონდომებით მიუდგება Yოველ თამაშს და არ შეარცხვენენ არც თავს და მით უმეტეს საქართველოს ვუსურვებ წარმატებას იღბალს და გახარებას ჩვენ ნაკრებს და სრულიად საქართველოს 5 სექტემბრიდან საქართველოს მაჯისცემა ევრობასკეტზე იზომება მთავარია ბრძოლა თითოეული ბურთისთვის ბოლო წამებდე და წარმატება მხოლოდ ასე მოვა თამაშზე ძალების დაზოგვა არ უნდა იქნეს ჭარმატების მოპოვების შემდეგ კი შესაძლებელია და დამსახურებულიც კარგი დასვენება და გართობა ღმერთი შეგვეწიოს აწ და მარადის
saqarTvelo
01 სექტემბერი 2015 11:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული