ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ჰოლანდიასთან, საბერძნეთთან, ხორვატიასთან, სლოვენიასა და მაკედონიასთან ერთად იმყოფება.
საქართველოს ნაკრების ჯგუფის მატჩებს ხორვატია მასპინძლობს. პირველ შეხვედრას იგორ კოკოშკოვის შეგირდები 5 სექტემბერს ჰოლანდიასთან, 17:00 საათზე ჩაატარებენ. საქართველოს მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.
ჩვენს ჯგუფში მატჩები 5-დან 10 სექტემბრამდე გაიმართება. 7 სექტემბერი C ჯგუფის მონაწილეებისთვის დასვენების დღეა.
შეგახსენებთ, რომ 1/8-ფინალში სულ 16 გუნდი იასპარეზებს. თითო ჯგუფიდან 4 საუკეთესო ნაკრები შემდეგ ეტაპზე ითამაშებს.
გთავაზობთ C ჯგუფის კალენდარს:
საქართველო-ჰოლანდია 17:00
მაკედონია-საბერძნეთი 20:00
ხორვატია-სლოვენია 23:00
6 სექტემბერი
ჰოლანდია-მაკედონია 17:00
სლოვენია-საქართველო 20:00
საბერძნეთი-ხორვატია 23:00
8 სექტემბერი
სლოვენია-ჰოლანდია 17:00
საქართველო-საბერძნეთი 20:00
ხორვატია-მაკედონია 23:00
9 სექტემბერი
საბერძნეთი-სლოვენია 17:00
მაკედონია-საქართველო 20:00
ჰოლანდია-ხორვატია 23:00
10 სექტემბერი
სლოვენია-მაკედონია 17:00
საქართველო-ხორვატია 20:00
საბერძნეთი-ჰოლანდია 23:00
საქართველოს ნაკრების 12-კაციანი განაცხადი:
ჯეიკობ პულენი (მცველი). 25 წელი. 185 სმ. კლუბი: ცედევიტა (ხორ)
ნიკა მეტრეველი (ფორვარდი). 24 წელი. 211 სმ. უკლუბოდ
ზაზა ფაჩულია (ცენტრი). 31 წელი. 211 სმ. კლუბი დალასი (NBA)
გიორგი ცინცაძე (მცველი). 29 წელი 192 სმ. კლუბი: შსს-აკადემია (საქ)
გიორგი შერმადინი (ცენტრი). 26 წელი. 216. კლუბი: ანდორა (ესპ)
დუდა სანაძე (ფორვარდი). 23 წელი. 196 სმ. კლუბი: სან დიეგო (NCAA)
მანუჩარ მარკოიშვილი (მცველი). 28 წელი. 198 სმ. კლუბი: დარუშაფაკა (თურ)
ლევან ფაცაცია (ფორვარდი). 26 წელი. 198 სმ. უკლუბოდ
ვიქტორ სანიკიძე (ფორვარდი). 29 წელი. 203 სმ. კლუბი: ანკარა (თურ)
ბექა ბურჯანაძე (ფორვარდი). 21 წელი. 203 სმ. კლუბი: კორუნა (ესპ)
თორნიკე შენგელია (ფორვარდი). 23 წელი. 206 სმ. კლუბი: კახა ლაბორალი (ესპ)
ბესიკ ლეჟავა (მცველი). 29 წელი. 193 სმ. კლუბი: ბათუმი (საქ)
- მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი (სერ)
12/13 სექტემბერი
1/8-ფინალები
15/16 სექტემბერი
1/4-ფინალები
17/18 სექტემბერი
1/2-ფინალები
20 სექტემბერი
ფინალი
III ადგილი