საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა ევრობასკეტზე. ამჯერად, ჩვენი მეტოქე სლოვენია იყო, რომელთანაც იგორ კოკოშკოვის გუნდი დამარცხდა 68:79.

პირველ მეოთხედში თითქმის თანაბარი თამაში იყო, სლოვენიან 17:13 იმარჯვა. მეორე მეოთხედში კი სლოვენიელთა უპირატესობა აშკარა გახდა, გუნდმა მეოთხედი 11 ქულით მოიგო და ტაიმში 41:26 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიამ პირველივე ტაიმში მიიღო 4 პერსონალური შენიშვნა.

ქართველთაგან საიკეთესო პირველ ტაიმში თორნიკე შენგელია იყო 8 ქულით.

მესამე მეოთხედი შედარებით თანაბარი გამოდგა - 24:22 სლოვენიელთა სასარგებლოდ. ჩვენმა ნაკრებმა ყველაზე უკეთ ბოლო მეოთხედი ითამაშა,
როცა 6 ქულის სხვაობით იმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ იგორ კოკოშკოვის გუნდი 11 ქულის სხვაობით დამარცხდა - 68:79.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო შენგელია იყო 21 ქულით, 11-11 ქულა ჩააგდეს გიორგი შერმადინმა და გიორგი ცინცაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ჩვენი გუნდი ჰოლანდიასთან 72:73 დამარცხდა.

მომდევნო თამაშს საქართველოს ნაკრები 8 სექტემბერს გამართავს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
აშკარად გადახალისებაა საჭირო... სამიანების სროლა ხომ გვიჭირს, მაგრამ საშუალო მანძილიდანაც ვერ ვუტევთ :( რა უბედურებაა... 2 ქულიანების 95% ჩავაგდეთ სამწამიანი ზონიდან, ანუ ინდივიდუაური სესვლით ფარქვეშ და შემდეგ ჩაგდება... საშუალო მანძილიდან ნასროლი, ისევე როგორც სამქულიანი ყველა ააცილეს... ძალიან სამწუხაროა, აშკაარად მეტი მოეთხოვებათ ეროვნული ნაკრების წევრებს !!!!!!!!!
dave
10:12 07-09-2015
0
დაბერდნენ?????????!
davidbe
10:19 07-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული