ჯეიკობ პულენი: საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ლეგიონერმა ჯეიკობ პულენმა ხორვატიასთან შეხვედრის შემდეგ გუნდის თამაში შეაფასა.


"ჩვენმა ნაკრებმა დღეს ძალიან კარგი დაცვა ითამაშა. ხორვატიის ნაკრებს მხოლოდ 58 ქულა ჩავაგდებინეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია.

დაცვაში გუნდურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ საბოლოოდ გამარჯვებას მივაღწიეთ და ჯგუფური ეტაპი 2 მოგებით დავასრულეთ.

ვერავის გამოვარჩევ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა კარგად ითამაშა. ისინი, ვინც მოედანზე არ გამოვიდნენ, გვამხნევებდნენ და ეს ძალას გვმატებდა", - თქვა პულენმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული