11:17 04-03-2016
მანუჩარ მარკოიშვილის 16 ქულა და გამარჯვება ევროლიგის მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
სტამბოლის "დარუშაფაკა" ზაგრებში უშუალო კონკურენტ "ცედევიტას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 83:77 სძლია. ამაში ქართველი უკანახაზელს დიდი წვლილი მიუძღვის.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე გასული თამაშში შედეგიანად ჩაერთო. ქართველმა უკანახაზელმა მთლიანობაში 18:55 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 16 ქულა, 1 მოხსნა, და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. მარკოიშვილმა 4-დან ოთხივე სამქულიანი ჩააგდო, რასაც 3-დან 1 ორიანი და 3-დან 2 საჯარიმოც მოაყოლა.
მარგი ქმედების კოეფიციენტით მარკოიშვილი სტამბოლელთაგან მხოლოდ მარკუს სლაგტერს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. მატჩის საუკეთესო შედეგი "ცედევიტას" ქართულპასპორტიანმა უკანახაზელმა, ჯეიკობ პულენმა აჩვენა, რომელმაც 26 ქულა მიითვალა, მაგრამ ზაგრებელებს ამით ვერაფერი უშველა.
მატჩამდე ამ გუნდებს ტოპ-16-ის პირველ ჯგუფში 2-2 გამარჯვება ჰქონდათ. ზაგრებში მოგებით "დარუშაფაკამ" "ცედევიტას" გადაასწრო და ცხრილში მე-6 ადგილზეა. პლეი ოფში საუკეთესო 4 გუნდი გადის და მე-4 ადგილზე მყოფ "ცრვენა ზვეზდას" სტამბოლელებზე 2-ით მეტი გამარჯვება აქვს, რისი გაბათილებაც დარჩენილ 5 ტურში რთული, თუმცა შესაძლებელია.
მომდევნო მატჩს "დარუშაფაკა" 10 მარტს გამართავს. სტამბოლურ დერბიში მარკოიშვილის გუნდი ცხრილში მეზობელ "ეფესს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული