12:21 12-09-2015
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვასთან მატჩისთვის ემზადება [VIDEO]
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ამჟამად საფრანგეთის ქალაქ ლილშია დაბანაკებული. საფრანგეთში ხორვატიიდან გადასულმა ქართველმა კალათბურთელებმა პიერ მაროს სახელობის სტადიონზე 11 სექტემბერს, გვიან ღამით ივარჯიშეს.
ცნობისთვის, ევრობასკეტის მერვედფინალური შეხვედრები სწორედ ამ არენაზე გაიმართება. სტადიონი 27 ათასს მაყურებელს იტევს და ის თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული არენაა მსოფლიოში.
ქართველებს პიერ მაროს სახელობის სტადიონზე სავარჯიშოდ 45 წუთი ჰქონდათ გამოყოფილი. იგორ კოკოშკოვმა გუნდი ძირითადად კომბინაციებსა და ფარში სროლებზე ავარჯიშა.
საქართველოს ნაკრებში ამაღლებული განწყობაა. ჯგუფურ ეტაპზე ხორვატიასთან გამარჯვებისა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ გუნდის წევრები იმედიანად არიან და ლიტვასთან თამაშს მოუთმენლად ელიან.
ევრობასკეტის 4 მერვედფინალური წყვილი დღეს, 12 სექტემბერს ითამაშებს, ხოლო დანარჩენები - 13-ში.
ასევე იხილეთ:
ევრობასკეტი 2015: მერვედფინალური ეტაპის კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 4 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ფარიდან ასხლეტილი ბურთების საშინლად ცუდი სტატისტიკა გვაქვს. გუნდმა უნდა მოუმატოს ამ ასპექტში, სხვანაირად მოწინააღმდეგეს მეორად შანსებს ვაჩუქებთ.
0
0
სისწრაფებს უნდა მოუმატოტ და პერიმეტრი
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული