საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს დაემშვიდობა

AutoSharing Option
13 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიტვას შეხვდა და 81:85 წააგო.

პირველი მეოთხედი იგორ კოკოშკოვის გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და 20:17 მოიგო. მეორე მეოთხედი ლიტვამ მოიგო 22:20, მაგრამ ტაიმი მაინც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა - 40:39.

მესამე მეოთხედი 22:22 დასრულდა. ბოლო მეოთხედში საქართველოს ნაკრებს ძალიან გაუჭირდა, თორნიკე შენგელიამ 5 პერსონალური ჯარიმის გამო დატოვა მოედანი. შემდეგ 5 ფოლი გიორგი ცინცაძემ მიიღო.

ლიტვის ნაკრებმა ბოლო მეოთხედი 23:19 მოიგო და თამაშშიც გამარჯვებული დარჩა - 85:81. ლიტვის ნაკრები მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება, საქართველოს ნაკრებისთვის კი
ევროპის ჩემპიონატი დასრულებულია.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ზაზა ფაჩულია იყო 23 ქულით და 7 მოხსნით. ვიქტორ სანიკიძის ანგარიშზე 14 ქულა და 7 მოხსნაა, ხოლო ჯეიკობ პულენმა 12 ქულა ჩააგდო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაინც ვამაყობ თქვენით...
მადლობა კარგი თამაშებისთვის!
ვახო
01:23 14-09-2015
0
ლიტვამ კი არ მოგვიგო, ჩვენ წავაგეთ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი ბურთი დავკარგეთ უაზროდ. ასეთ შეცდომებს დაბალი დონის გუნდიც არ გვაპატიებდა. რაც შეეხება ჩემპიონატს, ჩემი აზრით, საფრნგეთი, ესპანეთი და ალბათ იტალიაც ერთი საფეხურით მაღლა დგანან სხვა დანარჩენზე. ყველა დანარჩენი გუნდი კი, რომლებიც მეოთხედფინალში გავიდნენ, ვერაფრით ვერ ჯობიან საქართველოს ნაკრებს. დასანანია.
ოთო
01:27 14-09-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული