"ძალიან დაძაბული თამაში იყო ძალიან გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი მცირე უპირატესობამ გადაწყვიტა, ლიტვა ძალიან ძლიერი გუნდია და თუნდაც უმნიშვნელო ჩავარდნებს არავის პატიობს.
ჩვენ დავუშვით შეცდომები - უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ რამდენიმე ბურთი, შეტევაშიც რაღაც არ გამოგვივიდა და ეს იყო - მეტოქემ ისარგებლა და მეოთხედფინალში გავიდა.
წაგების მიუხედავად მინდა გუნდის წევრებს მადლობა ვუთხრა. ვამაყობ მათი დამოკიდებულებით,
როგორც გუნდი, ნაკრები ვითარდება, ასევე კალათბურთის ფედერაცია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის", - თქვა კოკოშკოვმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით