საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ხორვატიას, ლატვიას და თურქეთს, რომლებმაც გასულ ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები ვერ მოიპოვეს, ფიბა-მ საჩუქარი გაუკეთა და ოლიმპიადაზე გასვლის შანსი უბოძა.

აღნიშნული ნაკრებები ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მიიწვია, რომელიც 4-10 ივლისს სამ ქვეყანაში - ფილიპინებში, სერბეთსა და იტალიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ რიოს 2016 წლის ოლიმპიადისთვის 2 საგზური ევროპის ქვეყნებისთვის ევრობასკეტ 2015-ზე გათამაშდა. პირდაპირი საგზურები ევრობასკეტ 2015-ის ფინალისტებმა ესპანეთმა და ლიტვამ მიიღეს.

ევროპის ჩემპიონატზე ასევე გათამაშდა ოლიმპიადის დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები, რომელიც რეგლამენტით მე-3-მე-7 ადგილებზე
გასულმა გუნდებმა მიიღეს.

ესენი არიან: საფრანგეთი, სერბეთი, იტალია, საბერძნეთი, ჩეხეთი.

ამ გუნდებს ფიბა-მ საკუთარი შეხედულებისამებრ დაამატა ლატვია, რომელიც ევრობასკეტზე მერვე ადგილზე გავიდა; ასევე, თურქეთი და ხორვატია.

Sportall.ge დაინტერესდა, თუ რატომ მიიღო ე.წ. საჩუქარი ამ სამმა ქვეყანამ და არა საქართველომ, რომელიც თურქეთისა და ხორვატიის მსგავსად, ევრობასკეტ 2015-ზე მერვედფინალში დამარცხდა. კომენტარისთვის კი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურს დავუკავშირდით.

- ფიბა-მ ლატვია, ხორვატია და თურქეთი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიწვია. ხორვატიას და თურქეთს ევრობასკეტზე ჩვენნაირი შედეგი ჰქონდა. რატომ მისცეს შანსი მათ და არა ჩვენ?
- ეს გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ფიბა-მ, რომელმაც იხელმძღვანელა თავისი რეიტინგით. ასე რომ, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებ შედეგებს არანაირი მნისვნელობა არ ჰქონია გადაწყვეტილების მიღებისას.

- ფედერაციას არ შეეძლო საერთაშორისო კავშირების გამოყენებით რამის გაკეთება, რომ ჩვენთვის მიეცა ფიბა-ს ეს შანსი?
- აქ კავშირები და სხვა გზები არ არსებობს, რადგან გადაწყვეტილება რეიტინგით მიიღეს, რეიტინგზე გავლენას კი ვერავინ მოახდენს.

საქართველოს ნაკრები ფიბა-ს მსოფლიოს რეიტინგში 47-ე ადგილზე იმყოფება, ხოლო თურქეთი მე-8-ზეა, ხორვატია კი მე-12-ზე.

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის საგზურები მოიპოვეს სხვა კონტინენტის გუნდებმაც და მათი საერთო რაოდენობა 18-ს შეადგენს.

ესენი არიან:

ევროპა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ლატვია, ხორვატია, თურქეთი

აზია: ფილიპინები, ირანი, იაპონია

აფრიკა: ანგოლა, ტუნისი, სენეგალი

ამერიკა: კანადა, მექსიკა, პუერტო რიკო

ოკეანია: ახალი ზელანდია.

ეს 18 გუნდი 26 იანვარს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბბინაში ბრმა კენჭისყრით 3 ჯგუფში გადანაწილდება და ამ ჯგუფებს 4-10 ივლისს უმასპინძლებენ იტალიური ტურინი, ფილიპინური მანილა და სერბული ბელგრადი. ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე სერბეთი, იტალია და ფილიპინები საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურს მიიღებს თითოეული ჯგუფის გამარჯვებული.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კოკოშა გაუშვით და აწი წარმატებისთვის ბრზოლა ახლიდან რომ მოგიწევთ თუ ხვდებით
sano
12:05 21-01-2016
0
ძალიან დიდი უაზრობაა ამ 18 გუნდიდან მინიმუ 10-ს ბურთს გადავაწნით თავზე
&&&&&
14:36 20-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული