კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს მაიკ ჯეიმსთან, თუმცა ჯერ საქმე ბოლომდე არ არის მისული და გადაჭრით იმის თქმა, რომ ის ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ ეტაპზე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს, არ შეიძლება.
ვინ არის მაიკი? - თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი "ბასკონიაში", გუნდის ლიდერი, რომელსაც თამაშის საკუთარ თავზე აღებაც
25 წლის ამერიკელი უკანახაზელი ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 9.8 ქულას, 2.8 პასსა და 2 მოხსნას აგროვებს. ევროლიგაში კი - 10.4 ქულას, 2.5 მოხსნასა და 2.4 პასს.
აი, სწორედ ასეთ ლეგიონერს ვეძებთ მერამდენე წელია, თუმცა, როდესაც საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ცოტა სიფრთხილეა საჭირო: ნებისმიერმა ნატურალიზებულმა უნდა იცოდეს თავისი საქმე და ისიც, როდის აიღოს თამაში საკუთარ თავზე და როდის - არა.
ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და მასთან ბოლომდე შეთვისება ბევრმა ამერიკელმა ვერ შეძლო.
იმედი დავიტოვოთ, თუ მაიკ ჯეიმსი ჩამოვა, კარგად გაუგებს როგორც მწვრთნელს, ასევე კალათბურთელებს.