ჩინური კალენდრის თანახმად, 4 ნაკრები 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამხანაგურ ტურნირებს სამ სხვადასხვა ქალაქში გამართავს. ერთ ტურნირს უკვე უმასპინძლა ქალაქმა ჩანგშუმ, სადაც ქართველებმა სამივე შეხვედრა დათმეს. პოლონეთთან 8 ივლისს გამართული მატჩი კი ქალაქ ჟანჯიაგანგის ტურნირის პირველი მატჩი გახლდათ, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა 10 ქულით - 62:72 დათმო.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა.
დღეს, 9 ივლისს, საქართველოს "ბ" ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
საერთაშორისო ტურნირი
საქართველო-პოლონეთი 62:72
საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (3), ჯინჭარაძე (10), მიქელაძე (6), ბოქოლიშვილი (4), გოგოძე (6), ჯგერენაია (4), წივწივაძე (5), ორმოცაძე, დვალიშვილი (13), მათიაშვილი (3), ბექაური (8)
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით