საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთში პოლონეთთან 62:72 დამარცხდა

AutoSharing Option
ჩინეთში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა "ბ" ნაკრებმა მორიგი მატჩი გამართა. დავით უსტიაშვილისა და ირაკლი ხოშტარიას გუნდის მეტოქე პოლონეთის "ბ" ნაკრები გახლდათ, რომელთანაც ჩვენებმა 4 ივლისს დიდი სხვაობით წააგეს.

ჩინური კალენდრის თანახმად, 4 ნაკრები 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამხანაგურ ტურნირებს სამ სხვადასხვა ქალაქში გამართავს. ერთ ტურნირს უკვე უმასპინძლა ქალაქმა ჩანგშუმ, სადაც ქართველებმა სამივე შეხვედრა დათმეს. პოლონეთთან 8 ივლისს გამართული მატჩი კი ქალაქ ჟანჯიაგანგის ტურნირის პირველი მატჩი გახლდათ, რომელიც უსტიაშვილის გუნდმა 10 ქულით - 62:72 დათმო.

საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ბომბარდირი აკაკი დვალიშვილი გახდა.
10 ქულა მიითვალა კახა ჯინჭარაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა დაგროვდა.

დღეს, 9 ივლისს, საქართველოს "ბ" ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება.

საერთაშორისო ტურნირი
საქართველო-პოლონეთი 62:72
საქართელო: შვანგირაძე, ბაქრაძე (3), ჯინჭარაძე (10), მიქელაძე (6), ბოქოლიშვილი (4), გოგოძე (6), ჯგერენაია (4), წივწივაძე (5), ორმოცაძე, დვალიშვილი (13), მათიაშვილი (3), ბექაური (8)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული