სუპერტურნირი თბილისში: "რეალი", "ბარსა", "ბასკონია" და საქართველოს ნაკრები

AutoSharing Option
ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში, საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მეტად საინტერესო ამბავი შევიტყვეთ.

სიტყვა საინტერესო ცოტა რბილი ნათქვამია, რადგან საქმე ეხება საერთაშორისო ტურნირისთვის ევროპის ტოპ-კლუბების თბილისში სტუმრობას: როგორც გვითხრეს, მადრიდის "რეალი", "ბარსელონა" და ვიტორიის "ბასკონია" მზად არიან სექტემბერში თბილისში ჩამოსასვლელად.

ეს ინფორმაცია კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, ასეთი პროექტის განსახორციელებლად უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და მოლაპარაკებები ჯერაც მიმდინარეობს.

როდის იგეგმება ესპანური გრანდების ჩამოსვლა? - გაგიჩნდებოდათ ლოგიკური შეკითხვა. ჯერ მეოთხე გუნდის ვინაობას მოგახსენებთ - საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს 17
სექტემბერს ამთავრებს. სამიოდე დღეში, 20 სექტემბერს თბილისის ტურნირი, "იბერიის თასი" აიღებს სტარტს.

შეჯიბრება სამ დღეს გაგრძელდება და წრიული სისტემით გაიმართება - ყველა ყველას შეხვდება. ასე რომ, ქართველ მაყურებელს ესპანური კლასიკოს თბილისში ხილვის საშუალებაც მიეცემა.

ასეთი დონის გუნდების თამაში ტრიბუნებზე ერთგვარ შოუდაა ქცეული. ეს იგეგმება "იბერიის თასზეც", რასაც მთლიანად "ბასკონიას" მხარე უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, თბილისში ტურნირის მსვლელობისას გაიმართება კემპი, რომელსაც "ბარსას", "რეალის", "ბასკონიას" და საქართველოს ნაკრების მოთამაშეებიც დაესწრებიან. ამ კლუბების მწვრთნელები კი ქართველი სპეციალისტებისთვის ჩაატარებენ სემინარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარია!
ქუთაისელი
11:36 21-07-2016
0
ძალიანაც კარგი !!!!!!!!!!!
მიშა63
12:30 21-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული