მეტოქე: სლოვაკეთის კალათბურთელთა ნაკრებმა შეკრება კოლეჯელებით დაიწყო

AutoSharing Option
ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან ალბანეთი, სლოვაკეთი და ჩერნოგორია. სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხორვატი კალათბურთელი დამიან რუდეზის ძმა ივან რუდეზია. მისი ხელმძღვანელობით, სლოვაკეთის ნაკრებმა შეკრება უკვე დაიწყო და ბოლო ინფორმაციით, მწვრთნელმა შეკრებაზე 14 კალათბურთელი დატოვა.

ვიდრე შემადგენლობას ჩამოგითვლიდეთ, მოგახსენებთ, რომ გუნდი ახალგაზრდა კალათბურთელებითაა დაკომპლექტებული. ოთხი მათგანი ამერიკის კოლეჯების ლიგის წარმომადგენელია.

სლავები პირველ საკონტროლო მატჩს 6 აგვისტოს ავსტრიის ქალაქ ზანკტ პიოლტენში, ადგილობრივ ნაკრებთან გამართავენ, საქართველოს ნაკრებს კი ევროშესარჩევზე 3 და 14 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება, მეორე - საქართველოში.

სლოვაკეთი 2016

სტანისლავ ბალდოვსკი, მიჰალ ბატკა, მილან ჟიაკი (სამივე - კოშიცე), მარეკ ჟასი (პრევიძია), მარტინ ბაჩანი, ბორის ბელავი (ორივე - ისკრა), არტინ ბილიკი (ინტერი, ბრატისლავა), დალიბორ ჰლივაკი (ბრატისლავა), შიმონ კრაიჩოვიჩი (სეკვოიას კოლეჯი, აშშ), მიჰალ ფუშეკი (შარლერუა, ბელგია), ვიკტორ ჟურიჩეკი (ტეხასი, აშშ), ოლივერ ტოტი (უილიამი და მერი, აშშ), ბორის ბოიანოვსკი (ფლორიდა, აშშ), ნენად მილოშევიჩი (უკლუბოდ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული