საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს რუსეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევი ციკლისთვის ემზადება, დღეს, 6 აგვისტოს მოსკოვში საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირში მეორე მატჩს გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე მასპინძელი რუსეთის ეროვნული ნაკრებია. მატჩი თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და sportall.ge მატჩის ვედეორეპორტაჟს ლაივ-სთრიმით წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გამართულ პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმაბელორუსის ნაკრებს ანგარიშით 86:74 სძლია, მანამდე კი რუსეთმა ბელორუსი გაანადგურა - 103:50.
მკითხველის კომენტარები / 18 /
"glaxuna"-ს. მე მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით კალათბურთი და საქართველოს ნაკრების ნებისმიერ თამაშზე წავალ, მით უმეტეს რუსეთთან და ეს იქნება ჩემი გულშემატკივრობა სპორტსმენების და ქვეყნის მხარდასაჭერად. რუსეთში ჩასვლა სათამაშოდ და მათი მოწვევა სწორედაც რომ ცივილური გზაა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე ბიზნესკავშირები და ღვინო-ბორჯომის გატანა. ეს თუ არ გესმის, შენი პრობლემაა და თუ კალათბურთიც არ გაინტერესებს, ნუ წახვალ თამაშის საყურებლად, არც არავინ გაძალებს. ვინც წავა, ვურჩევ, რუს კალათბურთელებს ნუ აგინებს. არსებობს უამრავი საშუალება საკუთარი აზრის გამოსახატავად, თუნდაც პლაკატით: Абхазия-Это Грузия და სხვა. სპოტსმენების ლანძღვა-გინება კი მდაბიოების და უსუსურობის გამოხატულებაა. თუ ყველაფერ რუსულში მტრულს ხედავთ, მაშინ რატომ არ აგინებთ იქაურ კლუბებში მოთამაშე სპორტსმენებს, მაგალითად, ჯანო ანანიძეს, ნუკრი რევიშვილს, გიორგი ლორიას, კვირკველიას, ვიქტორ სანიკიძეს, მანუჩარ მარკოიშვილს და სხვებს?! უაზროდ მჯიღის გულზე ბრახუნი არ არის არაფრის მომტანი, პირიქით, ჯანმრთელობას ვნებს. სპორტი ერთ-ერთი გზაა დიპლომატიური შედეგის მისაღწევად. ეს გზა ნამდვილად არაფერს ვნებს, რაღაცის მიღწევა კი ნამდვილად შეიძლება. თბილისში რუსეთის და უკრაინის ნაკრებების ერთ ტურნირზე ჩამოსვლა მართლაც კარგი ჟესტია.
ლევანი
21:52 06-08-2016
0


ბიჯოს, არ წაიღეს ტვინი ამ ვითომ ,,ზედმეტად ინტელექტუალებმა,, თუ ,,შემწყალებლებმა,,
,,ზე ეროვნულებმა,, თუ...

ხო ერუს-მონღოლეთს არა აქვთ ო კ უ პ ი რ ე ბ უ ლი ყველა საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით აღიარებული საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიები და იქ არ აქვს ქართველთა ე თ ნ ო წ მ ე ნ დ ე ბ ი განხორციელებული,არაა ?!
და არ ა ხ ო რ ც ი ლ ე ბ ს დღესაც სწორად ა შ კ ა რ ა დ 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე და სრულებით არ მოახერხა ძირძველ ქართულ რეგიონებში,არაა ?!

გიმეორებთ - ქ ა რ თ ვ ე ლ თ ა ეთნოწმენდები !!!
და დ ა ა ნ ე ბ ე თ თავი : სპორტი -პოლიტიკა არა არის (?!!!)

ეს მუდამ უსამართლო და მუდამ ადამიანთა შიშებსა და სიძულვილზე დაფუძნებულ ,,ურუსულ სამყარო,, -სათვის,თორე ...

მეტიც ურუსეთი თავისი ,,მონების ქვეყანას,, პ რ ო პ ა გ ა ნ დ ი ს ა თ ვ ი ს იყენებს და ეს ა შ კ ა რ ა ა და შედეგად ძლიერ შეუზღუდეს ოლიმპიადებზე მონაწილეობა...
და ეს მხოლოდ ფ ა ქ ტ ი ა და მეტი არაფერი (!)
იმას არ ვაბობ რომ რუსეთის ნაკრებს არ შევხდეთ,მაგრამ მ უ დ ა მ უნდა მ ი უ თ ი თ ო ... რომ სანამ მათ ოკუპირებული და ,,ა ღ ი ა რ ე ბ უ ლ ი,, აქვთ ძირძველი ქართული ტერიტორიები-ისინი ქართველთა დ ა უ ნ დ ო ბ ე ლ ი მტრები არიან და იქნებიან (!!!)

მოსკოვში სტუმრობ - აც,ისიც ... ,,ა მ ხ ა ნ უ გ ე რ ე ბ ზ ე,, მხოლოდ უ ღ ი რ ს ო ბ ი ს მაჩვენებელია და მეტი არაფერი (!)
glaxuna
20:24 06-08-2016
0

სიახლეები პოპულარული