საქართველო VS ჰოლანდია - კლოოფი გახსოვთ? რევანში გვაქვს ასაღები!

AutoSharing Option
დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები "თბილისის მერიის თასზე", რომელშიც ილიას ზუროსის გუნდთან ერთად ჰოლანდიის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებებიც ითამაშებენ, პირველ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე ჰოლანდიის ნაკრები იქნება, რომელიც ასევე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მეორე არხი" წარმოადგენს.

მანამდე კი გაიმართება არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება - უკრაინა-რუსეთი, რომელიც 17:30 საათზეა დაგეგმილი.

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
გიორგი ცინცაძე 192 უკანახაზელი რუანი (საფრანგეთი, 2015)
მაიკლ დიქსონი 186 უკანახაზელი აეკ (საბერძნეთი)
დუდა სანაძე 196 უკანახ/ფორვ. სან დიეგო
(აშშ, 2015)
ბესიკ ლეჟავა 192 უკანახაზელი ბათუმი (2015)
ლუკა ზაქრაძე 192 უკანახაზელი დინამო (2015)
ანატოლი ბოისა 196 უკანახ/ფორვ. ქუთაისი (2015)
კახა ჯინჭარაძე 192 უკანახ/ფორვ მგზავრები (2015)
თორნიკე შენგელია 207 ფორვარდი ბასკონია (ესპანეთი)
ვიქტორ სანიკიძე 203 ფორვარდი ტ. კოლეჯი (თურქეთი, 2015)
ბექა ბურჯანაძე 203 ფორვარდი ანდორა (ესპანეთი)
ზაზა ფაჩული 211 ცენტრი გოლდენ სტეიტი (NBA)
გიორგი შერმადინი 216 ცენტრი ანდორა (ესპანეთი)
გიორგი შარაბიძე 208 ცენტრი ფ.-ინდუსტრი (მაკედონია)
ბექა ბექაური 208 ფორვ/ცენტრი ქუთაისი (2015)
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი.

ჰოლანდია
უკრაინა-რუსეთზე არანაკლებ პრინციპულია საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ჰოლანდიასთან. რევანში გვაქვს ასაღები.

ძნელია, დაივიწყო ის მარცხი, რაც შარშან, ევრობასკეტის გახსნით მატჩში "ნარინჯისფერებმა" მოგვაყენეს. საქართველოს ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტად ჩავიდა და მანამდე აუტსაიდერად მიჩნეულ ჰოლანდიასთან 72:73 დათმო. მწარედ გვახსოვს ბოლო წუთებზე შარლონ კლოოფის მიერ ფარიდან ასხლეტით ჩაგდებული სამქულიანი.

- საბოლოოდ მაინც ძლიერმა მიაღწია მიზანს. საქართველოს ნაკრები ჩვენზე გამოცდილი, მაღალი ხარისხის კალათბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი იყო. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შეგვეზღუდა სივრცე, შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დაგვეყვანა, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. საქართველოსთან ეს შევძელით, მაგრამ ჯგუფის ბოლო მატჩში, საბერძნეთთან ბოლო წამებზე ბევრი საჯარიმო გავაცუდეთ, კლასი არ გვეყო და მერვედფინალში გზა საქართველოს დავუთმეთ, - აღნიშნა ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტოონ ვან ჰელფტერენმა.

წლეულს მისმა გუნდმა თბილისში ჩამოსვლამდე ორი მატჩი ჩაატარა. ორივე პოლონეთში. პირველში 79:84 დამარცხდა, მეორეში - 64:82.

ჰოლანდიის ნაკრები
მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
იანიკ ფრანკე 194 უკანახაზელი ბიზონსი (ფინეთი)
დიმეო ვან დერ ჰორსტი 195 უკანახაზელი ამსტერდამი (ჰოლანდია)
ვორსი დე იონგი 194 უკანახაზელი ლეიდენი (ჰოლანდია)
შარლონ კლოოფი 190 უკანახაზელი ტურინი (იტალია)
სტეფან მადენოვიჩი 193 უკანახაზელი როტერდამი (ჰოლანდია)
მოჰამედ ხერაზი 200 ფორვარდი ლეიდენი (ჰოლანდია)
ბრაიან ალბერტსი 196 ფორვარდი გონზაგა (აშშ)
ტომას კოენისი 210 ცენტრი ლეიდენი (ჰოლანდია)
ტომას ვან დერ მარსი 208 ფორვარდი რაპლა (ესტონეთი)
როლანდ შაფტენაარი 211 ცენტრი რეთმინო (საბერძნეთი)
ნიკოლას დე იონგი 210 ცენტრი შოლე (საფრანგეთი)
ჯესი ვოორნი 193 უკანახაზელი ზვოლე (ჰოლანდია)
არვინ სლაგთერი 191 უკანახაზელი დენ ბოსხი (ჰოლანდია)
მწვრთნელი: ტოონ ვან ჰალფტერენი.

უკრაინია
შაბათს, 13 აგვისტოს, საქართველოს ნაკრების მეტოქე უკრაინა იქნება. უკრაინელებიც აქტიურად ემზადებიან ევროშესარჩევისთვის და საქართველოში გასამართ მატჩებს მოსამზადებელი ციკლის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ ეტაპად თვლიან.

- ამხანაგური ტურნირია, თუმცა არიან გუნდები, რომლებთან დაპირისპირებას და მათ მოგებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ასეთია რუსეთის ნაკრები. კალათბურთელები როგორც რუსეთთან, ასევე ყველა მეტოქესთან მოსაგებად გავლენ. თბილისში ჰოლანდიასაც შევხვდებით, რომელმაც ევრობასკეტი 2015-ზეც დაგვანახვა, რომ შეკრული გუნდია.

რაც შეეხება საქართველოს, მას ჰყავს ზაზა ფაჩულია და ევროპის დონის კიდევ არაერთი კალათბურთელი, რომლებთან სპარინგიც ჩვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით მაინტერესებს ჩვენი ტანმაღლების თამაში NBA-ს ცენტრების, ზაზა ფაჩულიას და რუსი ტიმოფეი მოზგოვის წინააღმდეგ, - აღნიშნა უკრაინის ნაკრების დამრიგებელმა ევგენ მურზინმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ნაკრები თბილისის მერიის თასის ყველაზე ხშირი სტუმარია. ყოველთვის კარგი გუნდით ჩამოდის, თუმცა ამ შეჯიბრებაში საქართველოსთვის ჯერ არ უჯობნია. იმედია, სასიამოვნო ტრადიცია წლეულსაც გაგრძელდება.

უკრაინის ნაკრები
მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
კლიმ არტამონოვი 186 უკანახაზელი ჩერკასკი (უკრაინა)
დენის ლუკაშოვი 190 უკანახაზელი რიტასი (ლიტვა)
ოლექსანდრ მიშულია 192 უკანახაზელი დნიპრო (უკრაინა)
რუსლან ოტვერჩენკო 192 უკანახაზელი მანრესა (ესპანეთი)
ოლექსანდრ ლიპოვოი 200 უკანახაზელი დინამო (უკრაინა)
სერგიი გლადირი 196 ფორვარდი მონაკო (საფრანგეთის ჩ.)
დმიტრო გლიებოვი 198 ფორვარდი კრივბასი (უკრაინა)
მაქსიმ პუსტოზვონოვი 200 ფორვარდი უ-ბანკა (რუმინეთი)
მაქსიმ კორნიენკო 205 ფორვარდი ტორუნი (პოლონეთი)
კირილო ფესენკო 216 ცენტრი მონაკო (საფრანგეთის ჩ.)
არტიომ პუსტოვიი 216 ცენტრი რიო ნატურა (ესპანეთი)
ოლეკსეი პეჩეროვი 213 ცენტრი საგესი (ლიბანი)
მაკსიმ სანდული 207 ფორვარდი მანრესა (ესპანეთი)
ვიაჩესლავ კრავცოვი 211 ცენტრი სარაგოსა (ესპანეთი)
ვიაჩესლავ ბობროვი 201 ფორვარდი ქიმპერი (საფრანგეთი)
მწვრთნელი: ევგენ მურზინი.

რუსეთი
კვირას, 20 საათზე საქართველო-რუსეთია. მერიის თასის ფინალის დარი შეხვედრა! წინასწარი გათვლებით, სწორედ ეს ორი გუნდი უნდა შეეცილოს ერთმანეთს თბილისურ თასს და საქართველო-რუსეთი ამიტომაც დაინიშნა ბოლო ტურის მეორე თამაშად.

რუსეთის ნაკრები ჩვენთვისაც პრინციპული მეტოქეა და მასთან გამარჯვება მართლაც დიდად სასიხარულო იქნება. მხოლოდ ჰოლანდიელებთან კი არა, რუსებთანაც რევანში გვაქვს ასაღები, გასულ კვირას მოსკოვის საერთაშორისო ტურნირზე ხომ 32 ქულის სხვაობით დავმარცხდით (62:94).

- ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, რომ დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა 8 ქულით გაგვასწრო. ამ ეპიზოდში მეტოქე გვჯობდა, თუმცა სწორედ ეს მომენტი გახდა ჩემი კალათბურთელებისთვის გამოფხიზლების საფუძველი.

საქართველოსთან და ბელორუსთან დიდი სხვაობით მოგება იმას არ ნიშნავს, რომ გუნდი 100 პროცენტით მზადაა. დარწმუნებული ვარ, თბილისის ტურნირზე უკეთ გამოჩნდება, როგორ კონდიციებში ვართ ამ ეტაპზე, - ეს უკვე რუსების მწვრთნელის, სერგეი ბაზარევიჩის სიტყვებია.

რუსებთან სულ ოთხი მატჩი გვაქვს ჩატარებული. პირველში გავიმარჯვეთ, 2004 წელს იტალიაში, სან ჯორჯოს ტურნირზე - 89:71. მას მერე ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე შევხვდით, დაძაბულ ბრძოლაში 58:65 დავთმეთ. იმ შეხვედრაში მონაწილეობდა ანდრეი კირილენკო, რომელიც ამჟამად რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია (გუნდს თბილისში არ ჩამოჰყოლია).

შარშან რუსებს ისევ იტალიაში, ტრიესტეს ტურნირზე ვეთამაშეთ და დავმარცხდით, ხოლო ბოლოს ერთი კვირის წინ რომ შევხვდით, უკვე მოგახსენეთ.

რუსეთის ნაკრები
მოთამაშე სმ პოზიცია კლუბი
დმიტრი კულაგინი 197 ფორვარდი ცსკა (რუსეთი)
ვიტალი ფრიძონი 195 უკანახაზელი ცსკა (რუსეთი)
დმიტრი ხვოსტოვი 190 უკანახაზელი ყუბანი (რუსეთი)
ალექსეი შვედი 198 უკანახაზელი ხიმკი (რუსეთი)
სერგეი ბიკოვი 190 უკანახაზელი ყუბანი (რუსეთი)
სემიონ ანტონოვი 202 ფორვარდი ცსკა (რუსეთი)
ანდრეი ვორონცევიჩი 207 ფორვარდი ცსკა (რუსეთი)
ანდრეი ზუბკოვი 205 ფორვარდი ყუბანი (რუსეთი)
ტიმოფეი მოზგოვი 216 ცენტრი ლეიკერსი (NBA)
სერგეი კარასიოვი 201 ფორვარდი ბრუკლინი (NBA)
ვლადიმირ ივლევი 207 ფორვარდი ყუბანი (რუსეთი)
მიხაილ კულაგინი 188 უკანახაზელი ცსკა (რუსეთი)
მაქსიმ კოლიუშკინი 193 უკანახაზელი ავტოდორი (რუსეთი)
სტანისლავ ილნიცკი 200 ფორვარდი ხიმკი (რუსეთი)
მწვრთნელი: სერგეი ბაზარევიჩი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული