ილიას ზუროსი: ეს საბერძნეთში გამოვცადე და ამას საქართველოშიც ვხედავ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ჰოლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა "მერიის თასის" ფარგლებში დღეს პირველი მატჩი ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 77:66 სძლია.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიას 11 ქულის სხვაობით სძლია

"ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი მატჩი თბილისში და ყველა მოთამაშებ მაქსიმუმი გააკეთა. მჯერა ჩვენი მოთამაშეების და მჯერა, რომ გაცილებით უკეთესად შეგვიძლია თამაში დაცვაში. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ დაცვაა ის საფუძველი, რომელმაც ის მატჩები უნდა მოგვაგებინოს, რითაც ევროპის
ჩემპიონატზე გავალთ.

რაც შეეხება შეტევას, ის გამოცდილებიდან მოდის. მოთამაშეებს ერთმანეთთან შეწყობა სჭირდებათ და მჯერა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე შევძლებთ წინა ხაზში თამაშის გამოსწორებას.

ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ საქართველოში 5-6-ჯერ ჩამოვედი და ბევრი მოთამაშე გავიცანი. ვინც თავს მომავალშიც გამოიჩენს, ყველას მიეცემა ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი.

ძალიან დიდი მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და გვიქომაგა. ვისურვებდი, მეტი აქტიურობით გაეგრძელებინოთ ჩვენს თამაშებზე სიარული და ქომაგობა. იმედი მაქვს, გადამწყვეტ მატჩებზე გავსებულ სპორტის სასახლეს ვიხილავ. ქართველები და ბერძნები ერთმანეთს ეროვნულობით ჰგვანან - ორივესთვის ქვეყნის სახელის დაცვაა მნიშვნელოვანი. მე ეს გამოვცადე საბერძნეთში და ამას აქაც ვხედავ", - განაცხადა ზუროსმა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას გიორგი შერმადინიც დაესწრო, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "პირველ რიგში, გილოცავთ ამ გამარჯვებას. მართალია, ამხანაგური მატჩი იყო, თუმცა საკმაოდ კარგი და დაძაბული შეხვედრა გამოდგა. მთავარმა მწვრთნელმა მოგვცა ნახაზები, აგვიხსნა როგორ უნდა გვეთამაშა... იყო შეცდომები დაცვაში, მაგრამ ვიმედოვნებ, ხვალ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამოვასწორებთ ამ ხარვეზებს".

ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელის თქმით კი, მოსალოდნელი იყო ასეთი რთული მართი საქართველოს ნაკრებთან და ამას ისიც უძღოდა წინ, რომ ქართველებს რევანშის წყურვილი ჰქონდათ. მისივე თქმით, გამოცდილებამ დიდი როლი შეიტანა ამ ანგარიშში, განსაკუთრებით კი ზაზა ფაჩულიასი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ხვედელიზე დაცვას მიხედე დაცვას
შოთა გუგეშაშვილი
16:26 13-08-2016
0
რა იყო ძნელია სტატისტიკა რომ მაინც დადოთ? ან ვინ ითამაშა მარტო შერმადინმა?
giorgi
11:46 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული