"ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რომლისგანაც ბევრი ვისწავლეთ"

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა რუსეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს რუსეთის ნაკრებს უმასპინძლა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა - 97:100.

- მერიის თასი: საქართველოს ნაკრები რუსეთთან ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა

"ტრადიციულად, სანამ თამაშს შევაფასებდე, მსურს ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა, მადლობა გადავუხადო.

მიყოლებით 3 მატჩი ჩავატარეთ. ამ 3 მატჩში ყველა კალათბურთელს მიეცა სათამაშო დრო
და შემიძლია ვთქვა, რომ თამაშითა და მოთამაშეებით ჯამში ჯამში კმაყოფილი ვარ.

დღევანდელი თამაში ცოტა უცნაური გამოდგა. ჩვენს მეტოქეს არ ჰყავდა მაღალი ცენტრფორვარდი, ამიტომ აქცენტს შორეულ სროლებზე, ანუ 3-ქულიანებზე აკეთებდა. ამ ყველაფერმა კიდევ ბევრი რამ დაგვანახა და გამოსწორებაზე ვიმუშავებთ.

კალათბურთელებს მატჩის შემდგომ მივულოცე ის ბრძოლისუნარიანობა, რომელიც აჩვენეს. ალბათ დაინახავდით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩვენი კალათბურთელები ძირს იყვნენ - ეს ნიშანია იმისი, რომ ბოლომდე იბრძოლეს. ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, რომელსაც მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. იმ მოთამაშეებს იოლად შეუძლიათ 3-ქულიანების ჩაგდება და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თავისთავად, შეცდომები დავუშვით და ამაზე სამუშაო პროცესი გაგრძელდება...

ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო, რომლისგანაც ბევრი ვისწავლეთ. წინ საკვალიფიკაციო ეტაპი გველის და გავაგრძელებბთ მზადებას", - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ზუროსი რომ ჩვენი მწვრთნელია გაგვიმართლა. აზრზე არ ხართ და იწერებით. აი ჩვენს ვარსკვლავებს რაც შეეხება, თავში აქვთ ავარდნილი, ცინცაძეს, შენგელიას, ფაჩულიას და სანიკიძესაც კი. სათამაშო დისციპლინა ნულზეა. ცოტა გონზე თუ არ მოვიდნენ ჩარჩებიან კვალიფიკაციაში.
kuka
20:26 15-08-2016
0
მე მგონი ეს მწვრთნელი ცუდად დაასრულებს ჩვენს ნაკრებში კარიერას. ძალიან ნერვიულია და მგონია მოთამაშეებთან ურთიერთობის პრობლემები შეექმნება.
ოთო.
01:58 15-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული