საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პოლონეთში ოთხთა ტურნირში ჩაება. პირველ მატჩში ილიას ზუროსის გუნდი შვედეთს ეთამაშა და 60:73 დამარცხდა.
I ტაიმი საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ტრავმირებული თორნიკე შენგელიას გარეშე თამაშობდა, 33:38 წააგო.
მეორე ტაიმში აღარ უთამაშია მაიკ დიქსონს, რომელიც დაშავდა. მესამე მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 19:18 მოიგო, მაგრამ ბოლოში შვედების უპირატესობა აშკარა იყო და საბოლოოდ, 13-ქულიანი სხვაობით დავმარცხდით.
შეგახსენებთ, რომ ოთხთა ტურნირზე მონაწილეობენ მასპინძელი პოლონეთი და ბელგიაც. ამ გუნდების შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 58:55 დასრულდა და ახლა საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილისთვის მატჩში დღეს პოლნეთს დაუპირისპირდება.
21:24 24-08-2016
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის ოთხთა ტურნირი მარცხით დაიწყო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მოთმინება საჭიროა რა თქმა უნდა. ამ შემადგენლობით მარცხი არ არის გასაკვირი, მაგრამ აშკარად დიდი სხვაობაა
0
0
იმედია ეგეთი თამაშები მოსამზადებელზე მორჩება და შესარჩევში წესიერად ვითამაშებთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული