სლოვაკეთი VS საქართველო - "ჰანტ არენაზე" წაფორხილება არ შეიძლება!

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს ნაკრების ვარჯიში "ჰანტ არენაზე"
დღეს, 3 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრას სტუმრად ბრატისლავაში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

სლოვაკეთი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. სამწუხაროა, მაგრამ მატჩის ტრანსლაცია არცერთი სლოვაკური ტელევიზიით არ იგეგმება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლები ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და Youtube.com-ზე მალე შესაბამის ლინკსაც შექმნიან

ილიას ზუროსის გუნდი მომავალი მატჩისთვის ბრატისლავაში ორი დღეა ემზადება. 2 სექტემბერს კი ქართველმა კალათბურთელებმა "ჰანტ არენაზე" ბოლო ვარჯიში გამართეს. ცნობილია, რომ სლოვაკეთის
წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ჩვენი ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრები
მოთამაშე პოზიცია სმ კლუბი
1. გიორგი შარაბიძე ცენტრი 208 ფენი-ინდუსტრი (მაკედონია)
2. ბესიკ ლეჟავა უკანახაზელი 192 ბათუმი (2015)
3. მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 აეკ (საბერძნეთი)
5. ლუკა ზაქრაძე უკანახაზელი 192 დინამო (2015)
6. ანატოლი ბოისა უკანახ/ფორვ. 196 ქუთაისი (2015)
7. ზაზა ფაჩულია ცენტრი 211 გოლდენ სტეიტი (NBA)
8. გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 რუანი (საფრანგეთი, 2015)
9. გიორგი შერმადინი ცენტრი 216 ანდორა (ესპანეთი)
10. დუდა სანაძე უკანახ/ფორვ. 196 სან დიეგო (შშ, 2015)
13. ვიქტორ სანიკიძე ფორვარდი 203 ტედ კოლეჯი (თურქეთი, 2015)
15. ბექა ბურჯანაძე ფორვარდი 203 ანდორა (ესპანეთი)
16. კახა ჯინჭარაძე უკანახ/ფორვ 192 მგზავრები (2015)
23. თორნიკე შენგელია ფორვარდი 207 ბასკონია (ესპანეთი)
33. ბექა ბექაური ფორვ/ცენტრი 208 ქუთაისი (2015)
მწვრთნელი: ილიას ზუროსი
თანაშემწეები: კოტე ტუღუში, ირაკლი ხოშტარია, იურიცა გოლემაცი, ტიხომირ ბუიანი, მილოშ გლიგორივიჩი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში შინ ალბანეთს 86:47 მოიგო, სლოვაკეთი კი სტუმრად მონტენეგროსთან 65:97 დამარცხდა. დღესვე მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთი ტირანაში მონტენეგროს უმასპინძლებს.

დაპირისპირების ისტორია
სლოვაკებთან ოთხი ოფიციალური მატჩი გვაქვს ჩატარებული და 3:1-ს ვიგებთ. დღეს სხვაობა ოთხამდე უნდა გავზარდოთ, რადგან სლოვაკეთის ნაკრებთან წაფორხილება არ შეიძლება. 7 ჯგუფიდან ხომ მხოლოდ პირველადგილოსნები და 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის.

ბოლოს სლოვაკებს 2009 წელს ვეთამაშეთ და 41 ქულის სხვაობით ვაჯობეთ. მას მერე საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი შენარჩუნდა, სლოვაკების ნაკრებში კი კალათბურთელებიც ხშირად იცვლებიან და მწვრთნელებიც.

2016-ში მათ ახალი მწვრთნელი, ივან რუდეზი წვრთნით. ეს ხორვატი სპეციალისტი "მინესოტას" ფორვარდ დამიან რუდეზის ძმაა. სხვათა შორის, დამიანი, გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ესპანურ "სარაგოსაში" ერთმანეთის გვერდიგვერდ თამაშობდნენ.

ურთიერთშეხვედრები
ევრობასკეტი 1997. შესარჩევი
08.10.1995
სლოვაკეთი-საქართველო 82:73
41:29, 41:44
საქართველო: ბაქრაძე (9წთ, 0ქ, 1ჩ), კობეშავიძე (24წთ, 8ქ, 1ჩ), ტურაშვილი (24წთ, 5ქ, 2მ, 2პ, 2ჩ), სანაძე (15წთ, 2ქ), ბარამიძე (17წთ, 4ქ), დერიუგინი (33წთ, 16ქ, 5მ, 3პ, 1ჩ), სტეფანია (20წთ, 29ქ, 15მ, 3პ, 4ჩ), შენგელია (27წთ, 1ქ, 1მ, 1პ, 1ჩ), ქარაბაკი (7წთ, 6ქ, 2მ), ჩხეიძე (4წთ, 2ქ)

30.10.1996
საქართველო-სლოვაკეთი 91:71
48:41, 43:30
საქართველო: ჟღენტი (6წთ, 2ქ), სტეფანია (34წთ, 22ქ, 9მ, 4ჩ), სანაძე (26წთ, 7ქ, 4მ, 1ჩ), უსტიაშვილი (32წთ, 9ქ, 7პ, 1ჩ), ნაცვლიშვილი (25წთ, 20ქ, 3მ, 2ჩ), შენგელია (4წთ, 2ქ), ქარაბაკი (30წთ, 18ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), დადიანი (10წთ, 1ქ, 1მ, 2პ), ბერძენიშვილი (4წთ, 4ქ, 1მ), ჩხეიძე (29წთ, 6ქ, 1მ, 2პ, 2ჩ)

ევრობასკეტი 2011 საკვალიფიკაციო
13.09.2008
სლოვაკეთი-საქართველო 78:101
17:31, 13:26, 23:28, 25:16
საქართველო: ცინცაძე (29 წთ, 2ქ, 9პ, 2მ, 1ჩ), ელისი (29 წთ, 20ქ, 5მ, 2პ, 3ჩ), სანიკიძე (29 წთ, 16ქ, 3მ, 6პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (24 წთ, 17ქ, 6მ, 1პ), ფაჩულია (28 წთ, 27ქ, 5მ, 1პ, 2ჩ), გამყრელიძე (17 წთ, 3ქ, 1მ, 2პ, 1ჩ), ვ. ბოისა (20 წთ, 8ქ, 3მ, 1პ, 1დ), ა. ბოისა (8 წთ, 1მ), შერმადინი (8 წთ, 2ქ, 3მ), ტუღუში (6 წთ, 3ქ), შენგელია (2 წთ, 1მ), ბერიშვილი (1 წთ, 3ქ)

22.08.2009
საქართველო-სლოვაკეთი 91:50
24:8, 22:12, 24:13, 12:17
საქართველო: გამყრელიძე (13წთ, 2პ), ვ. ბოისა (23წთ, 4ქ, 6მ, 2პ), ა. ბოისა (15წთ, 3ქ, 1მ, 1დ), ფაჩულია (31წღ, 34ქ, 14მ, 1ჩ, 2დ), ცინცაძე (30წთ, 12ქ, 1მ, 5პ), შერმადინი (9წთ, 7ქ, 5მ), ტუღუში (7წთ, 1მ), სანიკიძე (27წთ, 14ქ, 14მ, 2პ, 1ჩ, 2დ), ელისი (29წთ, 9ქ, 2მ, 2პ, 1ჩ), ცქიტიშვილი (13წთ, 8ქ, 3მ), შენგელია (4წთ, 1მ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
წარმატებით გევლოთ ბიჭებო
გიორგი
19:46 03-09-2016
0
ლაივ სტრიმის ლინკი დალინკეთ ვინმემ
sandro
20:18 03-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული