შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება. მატჩი 7 სექტემბერს "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება.
"დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ.
რამდენადაც ვიცი, ხვალ დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ერთად უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. ჩვენ ეს გასულმა თამაშებმა დაგვანახა და ვალდებულები ვართ,
მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს", - განაცხადა ზუროსმა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით