ყველას ველით სპორტის სასახლეში... ქართველ კალათბურთელთა წინასამატჩო კომენტარები

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის წინ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ მესამე ტურში ჩვენი მეტოქე მონტენეგროს ნაკრები იქნება. მატჩი 7 სექტემბერს "სპორტის სასახლეში" 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი შერმადინი
: "ორი ოფიციალური მატჩი გავმართეთ ალბანეთთან და სლოვაკეთთან, სადაც ყველაფერი გამოგვივიდა. ბოლო მატჩის შემდეგ მოსამზადებლად 3 დღე გვქონდა და ვარჯიშები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. ყველამ კარგად იცის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს და ჩვენის მხრივ, გპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ მოსაგებად".

თორნიკე შენგელია
: "მონტენეგროს ყველა პოზიციაზე საკმაოდ
კარგი მოთამაშეები ჰყავს და არც სათადარიგოები ჩამორჩებიან სასტარტოებს. ვიცით მათი ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები, ასევე ნბა-ს წარმომადგენელი. ერთი სიტყვით, მაღალი დონის გუნდია და უნდა გამოვიყენოთ მათი სუსტი მხარეები, რაც სწრაფად დაცვაში დაბრუნებაში გამოიხატება. ჩემს მზადყოფნას რაც შეეხება, ტრავმის შემდეგ 100%-ით აღდგენილი არ მაქვს ფორმა, მაგრამ ხვალინდელი ბრძოლისთვის მზად ვარ - გამარჯვებისთვის არაფერს დავზოგავ".

ბექა ბურჯანაძე:
"ჯგუფში ყველაზე რთული მატჩი გველის მონტენეგროსთან და ამ პრინციპულ დაპირისპირებას კარგად მომზადებულები ვხვდებით. ჩვენს მეტოქეს ძალიან დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყველას ველით სპორტის სასახლეში".

ზაზა ფაჩულია:
"7 სექტემბერს მეტად საპასუხისმგებლო მატჩი გველის - ვეთამაშებით მონტენეგროს ნაკრებს, რომელიც ჩვენთან ერთად ჯგუფში პირველობისთვის იბრძვის. ორივე გუნდისთვს მძიმე მატჩი იქნება, რომლის მოგების შემთხვევაში 90%-ით ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ. იმედი მაქვს, სპორტის სასახლე ბოლომდე გაივსება".

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა დღეს მოვიგებთ,ყველა არის ორიენტირებული მოგებაზე.
გოგი ქუთაისელი
15:52 07-09-2016
0
ზაზა დღეს მოვიგებთ,ყველა არის ორიენტირებული მოგებაზე.
გოგი ქუთაისელი
16:20 07-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული