საქართველოსა და მონტენეგროს მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

AutoSharing Option
საქართველოსა და მონტენეგროს საკალათბურთო ნაკრებების დღეს გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. "სპორტის სასახლის" დარბაზი 8500 მაყურებელს იტევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 7 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო F ჯგუფში მესამე მატჩს, უმთავრეს კონკურენტთან, მონტენეგროს ნაკრებთან ჩაატარებს.

შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნახევარზე მეტი გადამყიდველების ხელშია და სპორტის სასახლესთან სამმაგ ფასში ყიდიან !!!!
ლევანი
13:21 07-09-2016
0
გადამყიდველები ყველა ქვეყანაში არიან, მარა ასე უნამუსოდ როგორც ჩვენთანაა და უტიფრად არსად არ არის.
giga
14:35 07-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული