საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ჩვენი ნაკრები 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 74:76 დამარცხდა. 22 ქულით ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი ზაზა ფაჩულია იყო.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.