ილიას ზუროსი: ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა მონტენეგროს ნაკრებთან დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე მატჩი შინ მონტენეგროს ნაკრებთან გამართა და საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიშით 74:76 დამარცხდა.

"როგორც ყოველთვის, დღესაც, უპირველესად მსურს გულშემატკივრისადმი მადლობის გადახდით დავიწყო. მადლობა, ვინც მოვიდა, გვიგულშემატკივრა და ასეთი ატმოსფერო შექმნა.

ცხადია, შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა ჩემი გუნდის მოთამაშეებით, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. სამწუხაროდ, ეს შეხვედრა მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალების
გამო დავთმეთ.

ბრძოლა წავაგეთ და არა - ომი! მჯერა, მომავალშიც ასეთი მონდომებით გააგრძელებენ ბიჭები თამაშს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს, რაც ევრობასკეტზე მოხვედრაა, მაინც მივაღწევთ.

წინა მატჩებისგან განსხვავებით, დღეს უკეთესი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქედ ერთ-ერთი ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდი გვყავდა, რომელმაც შორეული სამქულიანებიც ჩაგვიგდო. ჩვენ კი შეტევაში დავუშვით არაერთი შეცდომა, რამაც საბოლოო შედეგზეც იმოქმედა - სულ რაღაც 2 ქულით დავმარცხდით", - განაცხადა ზუროსმა.

აქვე გეტყვით, რომ მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს სტუმრად ალბანეთთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 35 /
რაწ იყო იყო მეორე ადგილიტ მაინწ უნდა გავიდეტ
შოთა გუგეშაშვილი
17:50 09-09-2016
0
ცინცაძით მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო
jj bufon
22:17 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული