თორნიკე შენგელია ევრობასკეტის შესარჩევის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ბოლო ტურის წინ სტატისტიკურად მოწინავეთა შორის, რა თქმა უნდა, ქართველი კალათბურთელებიც არიან.

ყველა სტატისტიკური მონაცემის გათვალისწინებით (TOP PERFORMERS) მიხედვით, თორნიკე შენგელია, რომელიც საშუალოდ 21,4 სარეიტინგო ქულა აქვს თამაშში შესარჩევი ციკლის ლიდერია, პორტუგალიელ ჟოაო გომეშთან ერთად.

მატჩში საშუალოდ ყველაზე მეტ ქულას ალბანელი რაშაუნ ბროადუსი აგროვებს - 20,5. ამ მაჩვენებლით საუკეთესოს ჩვენს რიგებში, თორნიკე შენგელიას 17,2 ქულა აქვს, რაც მეცხრე საზიარო შედეგია. ზაზა ფაჩულია (14 ქულა) 26-ე ადგილზეა, ხოლო მაიკლ დიქსონი (13) - 36-ეზე.

მოხსნებში ბოსნიელი
იუსუფ ნურკიჩი
ბატონობს - 13,5 მოხსნა საშუალოდ. თორნიკე 8 მოხსნით მეოთხე ადგილზეა. ზაზა ფაჩულია (6,6 მოხნა) მე-17 ადგილზეა, ვიქტორ სანიკიძე (6) - მე-19-ზე.

პასებში შესარჩეც ციკლში გიორგი ცინცაძეს მხოლოდ სლოვენიელი გორან დრაგიჩი უსწრებს, რომელიც საშუალოდ 9,3 პასს აკეთებს თამაშში, ცინცაძის შედეგი 6,8 პასია თამაშში. დიქსონი 4,8 პასით მე-12 ადგილზეა, ფაჩულია (4,2) მე-18 ადგილზეა.

ჩაჭრებში ცინცაძე საშუალოდ 2,6 ჩაჭრით საზიარო მეორე ადგილზეა ორ კალათბურთელთან ერთად, წინ კი ალბანელი ბროადუსია - 2,8 ჩაჭრა. შეგახსენებთ, რომ გიორგიმ სლოვაკეთთან 9 ჩაჭრა მიითვალა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია.

დაფარებებში ვიქტორ სანიკიძე ყოჩაღობს - საშუალოდ 1,2 დაფარება თამაშში მე-4 შედეგია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კი, ალბანეთთან და სლოვაკიასთან ლიდერია,3 ქულიანებში-0
999l
11:23 16-09-2016
0
3 ქულიანებში როგორაა საქმე?! :)
არჩილ ხოფერია
10:30 16-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული