დღის კარიკატურა: როგორც ნაყინი, წვერში მარწყვით..

AutoSharing Option
მას მერე, რაც "სპორტალისთვის" კარიკატურებს ვხატავ, ყველაზე წარმომადგენლობითი ეს ნამუშევარი გამოვიდა.

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ნამდვილად იმსახურებს დიდ ყურადღებას, მან ხომ ქართველი ხალხი გულწრფელად გაახარა - ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევრობასკეტის საგზური.

მოპოვებაცაა და მოპოვებაც, ჩვენი გუნდის თამაშის ხილვა ერთი სიამოვნება იყო. მონტენეგროში დრამატული მატჩის მოგება კი ტკბილი ნაყინის წვერში დასმული გემრიელი მარწყვი იყო.

- რეაქციები საქართველოს ნაკრების გასახდელში მონტენეგროსთან მოგების შემდეგ [VIDEO]
- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ფაჩულიას ნეანდერთალის წარბები მაგრად აქვს დამუღამებული კარიკატურისტს. სანიკიძეს საქართველოს ნაკრების ფორმა რომ არ ეცვას ღმერთი მეგონებოდა. ისე, სანიკიძე ძალიან მაგონებს კახი კავსაძის მიერ განსახიერებულ დონ კიხოტს :) შერმადინი ნამეტანი სიმპათიური გამოიყვანეთ; სინამდვილეში უფრო საშინელია :) დიქსონი ხორუმს ცეკვავს? ზუროსი კარიკატურაში თუ გაიცინებს, თორემ ისე არ მინახავს გაცინებული.
ლუკა
05:32 20-09-2016
0
კალათბურთელები რომ იყვნენ ფეხბურთის მატჩზე ავსტრიასთან, ფეხბურთელები იყვნენ რომელიმე კალათბურთის თამაშზე?
ქუთაისელი
18:44 19-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული