შეგახსენებთ, რომ გუნდები ოთხ ჯგუფად გაიყოფა. ყველა ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება: ისრაელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში. ისევე, როგორც ევრობასკეტი 2015-ის წილისყრის წინ, მასპინძლებს ამჯერადაც აქვთ უფლება, აირჩიონ ერთი თანაჯგუფელი. ისინიც ცდილობენ, ისეთი ნაკრებები მიიწვიონ, მეტი გულშემატკივარი რომ ჩაჰყვებათ და მეტ ფინანსურ მოგებას ნახავენ.
ორმა ქვეყანამ პარტნიორი უკვე შეარჩია: ჯერ ფინეთმა მიიწვია ისლანდია, ახლა
დარჩა ორი მასპინძელი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუმინეთმა ან თურქეთმა საქართველოს ნაკრები აირჩიოს. კულუარებში ლაპარაკობენ, რომ თურქეთი რუსეთის მიწვევას აპირებს. რუმინეთს კი ლიტვის გვერდით სურდა თამაში, მაგრამ ისრაელმა გემრიელი ლუკმა ცხვირწინ ააცალა.
რუმინელების და თურქების გადაწყვეტილების თარიღი წინასწარ არ არის დადგენილი. ყოველ შემთხვევაში, 22 ნოემბრამდე აუცილებლად გვეცოდინება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"