ევრობასკეტი 2017: საქართველო რუმინულ ჯგუფში ვეღარ მოხვდება

AutoSharing Option
ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გუნდები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. ოთხივე ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, თურქეთში, ისრაელსა და რუმინეთში. მასპინძლებს თითო პარტნიორის არჩევის უფლება აქვთ. ისრაელმა ლიტვა მიიწვია, ფინეთმა - ისლანდია, ხოლო გუშინ რუმინელებმაც განაცხადეს თავიანთი რჩეულის ვინაობა - უნგრეთი.

ესეც ლოგიკური იყო, რადგან რუმინეთი და უნგრეთი მეზობელი ქვეყნებია და ქალაქ კლუჟში ბევრი უნგრელი გულშემატკივრის ჩასვლას ელიან, ისევე, როგორც ისრაელში - ბევრი ლიტველისა და ფინეთში ბევრი ისლანდიელისა. მასპინძლები, გარდა იმისა, რომ მეტოქეთა სიძლიერეს უყურებენ, არჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფინანსურ მხარესაც.
ბევრი სტუმარი ბევრ შემოსავალს ნიშნავს.

არაოფიციალური დაანგარიშებით, საქართველოს ნაკრები რუსეთთან, სლოვენიასთან და უნგრეთთან ერთად წილისყრისას მეოთხე კალათაში მოთავსდება. რადგან უნგრელები ჩვენი თანაკალათელები უნდა ყოფილიყვნენ, ამიტომ რუმინეთის ჯგუფში ვეღარც საქართველო მოხვდება, ვერც რუსეთი და ვერც სლოვენია.

ერთადერთი მასპინძელი, რომელსაც პარტნიორი ჯერ არ აურჩევია, თურქეთია. ბევრი ვარაუდობს, რომ თურქები რუსებს მიიწვევენ. თუ ასე მოხდა, საქართველოსთვის ორი ვარიანტიღა დარჩება - ფინეთი ან ისრაელი.

ევრობასკეტის წილისყრა 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
და ყველაზე კარგი ვარიანტი რათქმაუნდა ფინეთი იქნება ჩვენთვის
svani
12:22 04-11-2016
0
ფიბა მაგარს უბერავს, რა მიწვევ-მოწვევა აუტყდათ, ჩაატარონ ნორმალური კენჭისყრა
dato
12:53 04-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული