ევრობასკეტ 2017-ის ოფიციალური განთესვა ცნობილია - საქართველო IV კალათაშია

AutoSharing Option
22 ნოემბერს, საქართველოს დროით 19:00-ზე, სტამბოლში ფიბა ევრობასკეტ 2017-ის წილისყრა გაიმართება. 24 ნაკრები და მათ შორის საქართველოც, ოთხ 6-გუნდიან ჯგუფში განაწილდება.

ფიბამ ოფიციალურად გამოაცხადა, როგორაა გუნდები კალათებში განთესილი:

I კალათა: ესპანეთი, ლიტვა, საფრანგეთი, სერბეთი
II კალათა: საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ლატვია
III კალათა: ხორვატია, ისრაელი, თურქეთი, ფინეთი
IV კალათა: რუსეთი, სლოვენია, უნგრეთი, საქართველო
V კალათა: გერმანია, ბელგია, პოლონეთი, მონტენეგრო
VI კალათა: ისლანდია, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუმინეთი

ჯგუფის მასპინძელ ფედერაციას შეეძლო ამოერჩია ერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ავტომატურად ამ მასპინძელი ქვეყნის ჯგუფში ითამაშებს. პარტნიორები
ასე დაწყვილდნენ:

ფინეთი-ისლანდია
ისრაელი-ლიტვა
რუმინეთი-უნგრეთი
თურქეთი-რუსეთი.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ან კენჭისყრაზე ან ისრაელის ჯგუფში აღმოჩნდება, ან - ფინეთისაში.

წილისყრის ცერემონიალი პირდაპირ ეთერში იქნება ამ მისამართზე: YouTube.com/FIBA.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატი კალათბურთში 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე ოთხ ქვეყანაში ჩატარდება: ფინეთში, ისრაელში, რუმინეთსა და თურქეთში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული