დღის კარიკატურა: ჯერ აღთქმულ მიწაზე, მერე - კონსტანტინოპოლისკენ!

AutoSharing Option
2011 წლამდე ევრობასკეტი საქართველოს ნაკრებისთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო. მას მერე სამი ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და არც ერთი არ გაგვიცდენია.

მივადექით მეოთხეს, სადაც ჩვენს ჯგუფში ლიტვა, ისრაელი, უკრაინა, გერმანია და იტალია ითამაშებენ. სწორედ მათთან ბრძოლაში უნდა ავიღოთ ჯგუფური ეტაპის ციხესიმაგრე (რომელიც თელ-ავივში მდებარეობს) და მერვედფინალისთვის კონსტანტინოპოლისკენ (სტამბოლისკენ) დავიძრათ.

აღთქმულ მიწაზე უამრავი ვარსკვლავი შეიკრიბება: ლიტველი იონას ვალანჩუნასი, ქართველი თორნიკე შენგელია, ებრაელი ომრი კასპი, გერმანელი დენის შრიოდერი, იტალიელი მარკო ბელინელი, უკრაინელი კირილ ფესენკო... კარიკატურაზე ისინი მარჯვნიდან სწორედ ამ თანმიმდევრობით ჩამწკრივებულან.

ასევე იხილეთ:

მეოთხე
ჯვაროსნული - ჯგუფიდან გასვლის რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს

ევრობასკეტი 2017: ჯგუფები და მატჩების სრული კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული