სუპერტურნირზე ევრობასკეტის წინ: საქართველო, საბერძნეთი, იტალია და სერბეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები არაერთ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდება. დასკვნით საკონტროლო შეჯიბრებას კი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, აკროპოლისის თასზე ჩაატარებს.

"საკონტროლო" კი ვახსენეთ, მაგრამ ეს ტურნირი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება და ამიტომაცაა, გუნდები თასისთვის ბრძოლაში ერთმანეთში ჩხუბსაც რომ არ ერიდებიან. ყველაზე დიდი შეხლა-შემოხლა 2010 წელს საბერძნეთისა და სერბეთის მატჩისას მოხდა.

აკროპოლისის თასის პირველი გათამაშება 1986 წელს ჩატარდა, 2017 წელს კი 23-25 აგვისტოს გაიმართება და გენერალური რეპეტიცია იქნება ევრობასკეტისთვის,
რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება.

საბერძნეთში ქართველები,  მასპინძლებისა და სერბების გარდა, დაუპირისპირდებიან იტალიას, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ჯგუფის ბინადარია.

შეგახსენებთ, რომ "სკუადრა აძურას" თელ-ავივში ოფიციალურად 6 სექტემბერს შევხვდებით. ეს იქნება ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული