ზაზა ფაჩულია: ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა NBA-ს "ყველა ვარსკლავის მატჩისთვის" გამართულ გამოკითხვაში მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ "ოლ სტარის" გამოკითხვაში ფაჩულია გულშემატკივართა 1 528 941 ხმით დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა.

- NBA ALL STAR-ის ხმის მიცემის საბოლოო შედეგები ცნობილია

"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.

ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.

ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით", - დაწერა ფაჩულიამ ფეისბუქში თავის ოფიციალურ გვერდზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პუტინი და ჩაწყობა რა შუაშია ფაჩულიასთან ეს ვერ გავიგე ერთი თუ ეკუთვნის კაცს ხმების დათვლის შედეგად რა ჩაწყობაზეა საუბარი ისე დაგვეკიდა ერთ ადგილზე ეგ ამერიკა და მისი ნბა საერთოდაც არიქნება და საჭმელს არ შეჭამს ეხლა ჯავრისგან ფაჩულია. ეგრევე რა.ეგ კაცი იმითაც ამაყია რო ქართველია და მის ხალხს ესე უყვარს და მორჩა ყველაზე არამაქ საუბარი რათქმაუნდა.
quTaiseli
21 იანვარი 2017 19:30
0
ერთი მაგდა პაპიძე გაამართლე და ციხიდან გამოუშვი და ეხლა 27 იანვარს ჩააწყობ, ვაი შენს პატრონ პუტინს საცოდავს, შენი გადამკიდე. :)))))))))
მსქროლავ ხოფერიას
21 იანვარი 2017 16:33
0
ადმინ მომაცილე ეს იდიოტი
არჩილ ხოფერია
21 იანვარი 2017 15:59
0
27 იანვარს ყველა გავიგებთ რომ ზაზა დასვლეთის ნაკრებშია! მწვრთნელების (10) და ჟურნალისტების (12) გამოკითხვით მინიჭებული ადგილების მიხედვითაც ეკუთვნის 12 კაციან გუნდში მოხვედრა!
არჩილ ხოფერია
21 იანვარი 2017 15:58
0
მსქროლავი ..... დიდი სიყვარულიტ
levanchika
21 იანვარი 2017 15:57
0
ზაზა, ზაზა და მრავალჯერ ზაზა.

აბა ვინ გვყავს მასზე უკეთესი...
ჯონი
21 იანვარი 2017 15:55
0
წააგე ისევ როგორც ყოველთვის ტროლი, ვერ დააჯახე ქართველები და ამერიკელები ერთმანეთს და ნბა-ც ვერ ჩამოშალე და ჩამოანგრიე შენი რასისტული სულით. ერთი თვე შენც ტყუილად იჩალიჩე აქ.
მსქროლავ ხოფერიას
21 იანვარი 2017 15:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული