ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ კონკურენტსა და ზოგადად, ამბიციურ გუნდს უმასპინძლა და 46 ქულით გაანადგურა. ოკლენდში სამეზობლოდან "ლოს ანჯელეს კლიპერსი" ჩავიდა და უშანსოდ - 98:144 წააგო.
ძალიან იოლ მატჩში ყველა გოლდენსტეიტელს მოუწია თამაშმა, ხოლო სასტარტო ხუთეულის წევრებმა თავის საშუალოზე ნაკლები დრო დაჰყვეს მოედანზე. ზეშედეგიანად ითამაშა სტეფ კარიმ, რომელმაც 29 წუთში 43 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კევინ დიურანტმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულას უწია.
ფაჩულია სასატრო ხუთულში იყო და
ეს გახლდათ ოკლენდელთა სეზონის მე-40 გამარჯვება, რაც სრულიად ლიგაში ლიდერობის გარანტია. მომდევნო შეხვედრა "გოლდე სტეიტს" 30 იანვარს პორტლენდში ჩვენი დროიტ 06:00 საათზე, "ბლეიზერსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით