ზაზა ფაჩულიას გუნდმა დასავლეთ კონფერენციაში ერთ-ერთ კონკურენტსა და ზოგადად, ამბიციურ გუნდს უმასპინძლა და 46 ქულით გაანადგურა. ოკლენდში სამეზობლოდან "ლოს ანჯელეს კლიპერსი" ჩავიდა და უშანსოდ - 98:144 წააგო.
ძალიან იოლ მატჩში ყველა გოლდენსტეიტელს მოუწია თამაშმა, ხოლო სასტარტო ხუთეულის წევრებმა თავის საშუალოზე ნაკლები დრო დაჰყვეს მოედანზე. ზეშედეგიანად ითამაშა სტეფ კარიმ, რომელმაც 29 წუთში 43 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კევინ დიურანტმაც 29 წუთი ითამაშა და 23 ქულას უწია.
ფაჩულია სასატრო ხუთულში იყო და
ეს გახლდათ ოკლენდელთა სეზონის მე-40 გამარჯვება, რაც სრულიად ლიგაში ლიდერობის გარანტია. მომდევნო შეხვედრა "გოლდე სტეიტს" 30 იანვარს პორტლენდში ჩვენი დროიტ 06:00 საათზე, "ბლეიზერსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
გულშემატკივრებო...მესმის,მაგრამ ვიძახოთ ასე ,,ზაზას ფუნქცია არ არის ქულების დაგროვება,, და 4-8 ქულას დავჯერდეთ გულშემატკივრები ?!
რაც შეეხება მე-2-ე ხარისხოვან მოთამაშეს...ყვეელა შემთხვევაში ამ მაჩვენებლებით ,,ყველა ვარსკვლავებში,, ა რ ათამაშებენ (!)
ვუყუროთ მაშინ 4 ან 8 ქულისათვის გოლდენის თამაშს და დავჯერდეთ?!
უბრალოდ
გვინდა მ ე ტ ა დ აგრესიული და ქულების მომტანი ქართველი გვყავდეს ნბა-ს ლიდერშიც და მოუწოდოთ ინდივიდუალული თამაშიც,რაც შეუძლია და მ ო უ წ ო დ ე ბ თ ,რა არის აქ გაუგებარი და მიუღებელი ?!