სტეფ კარის 39 - "გოლდენ სტეიტმა" "შარლოტი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" 2 თებერვალს, გამთენიისას, "შარლოტს" უმასპინძლა და ანგარიშით 126:111 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ცენტრს მხრის კუნთის დაჭიმულობა აქვს და ის ერთი კვირა გუნდს ვერ დაეხმარება.

- სტივ კერი: ეს მთლად ცუდი არ არის ზაზასთვის

"შარლოტთან" "გოლდენ სტეიტის" სტეფ კარიმ ულიდერა, რომელმაც შეხვედრაში ყველაზე მეტი, 39 ქულა ჩააგდო. 29 ქულა მიითვალა კლეი ტომპსონმა, ხოლო კევინ დურანტმა 18 ქულა დააგროვა. მატჩში ყველაზე მეტი, 10 მოხსნა კი დრეიმონდ გრინის ანგარიშზეა.

ზაზა ფაჩულიას არყოფნაში სასტარტო ხუთეულში ადგილი ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც
17 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

"შარლოტთან" მოგების შემდეგ "გოლდენ სტეიტს" 42 გამარჯვება და 7 მარცხი დაუგროვდა, რაც NBA-ს ორივე კონფერენციაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მომდევნო შეხვედრას ოკლენდელები 3 თებერვალს, დილით, ჩვენი დროით 07:30 საათზე სტუმრად "კლიპერსთან" გამართავენ.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-მინესოტა 125:97
ორლანდო-ინდიანა 88:98
ბოსტონი-ტორონტო 109:104
ბრუკლინი-ნიუ იორკი 90:95
დეტროიტი-ნიუ ორლეანი 118:98
მაიამი-ატლანტა 116:93
დალასი-ფილადელფია 113:95
დენვერი-მემფისი 99:119
ფენიქსი-კლიპერსი 114:124
იუტა-მილუოკი 104:88
ოკლაჰომა-ჩიკაგო 100:128
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული