აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ოკლენდელებმა ყველა შეხვედრა, რომელიც ოვერტაიმში გაგარძელდა, წააგეს - ასეთი კი სულ სამია.
შეგახსენებთ, რო ქართველი ცენტრი გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარება. ზაზა ფაჩულიას მარჯვენა მხრის კუნთის დაჭიმულობა აქვს. ფაჩულია მოედანზე სავარაუდოდ 11 თებერვალს "მემფისთან" მატჩში დაუბრუნდება.
ქართველი კალათბურთელის არ ყოფნაში მისი ადგილი სასტარტოში ჯავალ მაკგიმ დაიკავა, რომელმაც "საკრამენტოსთან" 12:38 წუთი ითამაშა და მხოლოდ 3 ქულა მოაგროვა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 35 ქულა სტეფ კარიმ მოაგროვა. "საკრამენტოს" კი დემარკუს კაზინსმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მიითვალა.
კლეი ტომპსონმა 21
43 გამარჯვებით და 8 მარცხით "გოლდენ სტეიტი" კვლავ პირველი NBA-ში. ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო შეხვედრას შინ "ჩიკაგოსთან" 9 თებერვალს 07:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ატლანტა-ორლანდო 113:86
ინდიანა-დეტროიტი 105:84
ვაშინგტონი-ნიუ ორლეანი 105:91
მაიამი-ფილადელფია 125:102
ნიუ იორკი-კლივლენდი 104:111
მინესოტა-მემფისი 99:107
ფენიქსი-მილუოკი 112:137
სან ანტონიო-დენვერი 121:97
იუტა-შარლოტი 105:98