სუპერლიგა. XVIII ტური: დინამიადა "მგზავრებით" დასრულდა

AutoSharing Option
22 თებერვალს სპორტის სასახლეში, სუპერლიგის მატჩებზე მართლაც დიდი ემოცია და მშვენიერი სანახაობა იყო.

17 ტურის განმავლობაში წაუგებელმა "დინამომ" მერვეადგილოსან "მგზავრებთან" დათმო, ხოლო "სოხუმმა" და "კაკტუსმა" ისეთი ბრძოლა გააჩაღეს, თვალს ვერ მოწყვეტდი. გამარჯვება არც ერთს ეთმობოდა და ძირითად დროში არც დაუთმია. დამატებითში კი...

მგზავრები-დინამო
გადამწყვეტი. მთელი თამაში "მგზავრებმა" დინამოსებურად, სტაბილურად ჩაატარა, ლიდერობდა კიდეც, მაგრამ საფინალო სირენამდე 1:13 წუთით ადრე დინამოელმა ილია ლონდარიძემ ანგარიში გაათანაბრა - 75:75.

44 წამით ადრე "მგზავრმა" ოთარ ფხაკაძემ სამქულიანით თანაგუნდელები 78:75 დააწინაურა, ხოლო კორი ალენმა საჯარიმოებით საბოლოო წერტილი
დასვა - 80:77.

სტატისტიკა არ ტყუის. ციფრებზე ნამდვილად არ ღირს ყურადღების გამახვილება, მოვუსმინოთ "დინამოს" თავკაც ირაკლი ხოშტარიას:

- ყველა კომპონენტში გვაჯობეს: ფარზე მოხსნა, ჩაჭრები, მოტივაცია - ყველაფერში უკეთესები იყვნენ. "დინამოს" წაუგებელი ჯაჭვი სადღაც უნდა გაწყვეტილიყო, თუ შეიძლება ასე ითქვას...

გამორჩეული. რომ არა ფხაკაძის სამქულიანი, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა შეხვედრა. დინამოელებს დიდი თავსატეხი გაუჩინა კორი ალენმა, რომელმაც 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 20 ქულით დაასრულა.

სოხუმი-კაკტუსი
გადამწყვეტი. ეს ის მატჩი იყო, გადამწყვეტ მომენტებს თვლა რომ არ ჰქონდა: ჯერ იყო მესამე პერიოდის საწყისი 40 წამი, რომლის დროსაც "სოხუმელმა" დუეინ ლათანმა ზედიზედ ექვსი ქულა ჩააგდო და -3 +3-ად აქცია: 49:46. თუმცა მეოთხე პერიოდის ბოლომდე თანაბარი თამაში გაჩაღდა.

ბოლო წუთებს ლიდერობით "სოხუმი" შეხვდა, თუმცა საფინალო სირენამდე 1:55 წუთით ადრე ვატო ბააკაშვილის სამქულიანმა "კაკტუსს" თამაშის გადარჩენის შანსი დაუბრუნა. მანვე ორქულიანი ჩააგდო, ბექა ჩიკვილაძემ - საჯარიმოები და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - 83:83.

ოვერტაიმი ისევ ბააკაშვილის სამქულიანით გაიხსნა, რასაც ირაკლი ჩლაიძემ კიდევ ერთი სამიანი მიაყოლა და 89:83. "კაკტუსი" ამაზე არ შეჩერდა, 15:5 გაიქცა და მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამარჯვება მოიპოვა.

სტატისტიკა არ ტყუის. "კაკტუსმა" 11 სამქულიანი ჩააგდო, რომელთაგან უმეტესობა მეოთხე პერიოდსა და ოვერტაიმში. "სოხუმმა" კი ჯამში 6 შორეული ტყორცნა გამოიყენა.

გამორჩეული. ბააკაშვილს სულ 12 ქულა კი ჰქონდა, მაგრამ აბსოლუტური უმეტესობა გადამწყვეტ მომენტში. ჩიკვილაძე და ჩლაიძე შეუჩერებლები იყვნენ: პირველმა 25 ქულა ჩააგდო, მეორემ - 25 (12-დან 5 სამქულიანი).

22 თებერვალი, თბილისი
მგზავრები-დინამო 80:77
11:18, 28:19, 18:18, 23:22
მგზავრები: ფხაკაძე (9ქ, 5პ), ცირეკიძე (10ქ), ლომინაშვილი (11ქ), ტურძელაძე (7ქ), ტეილორი (8ქ, 6მ, 4პ), მერფი (10ქ, 10მ), ალენი (20ქ, 6მ, 4პ), რენსომი (5ქ, 8მ, 6პ).
დინამო: ვონი (11ქ, 8მ, 9პ), გრძელიძე, ღურწკაია, ლონდარიძე (16ქ, 5მ), მაჩალაძე (2ქ), ფაცაცია (12ქ, 8მ, 3პ), ჭოჭუა (6ქ), მარავიჩი (10ქ), ბერიშვილი (16ქ), გოგოძე (4ქ, 5პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი, მ. ვართანოვი.

22 თებერვალი, თბილისი
სოხუმი-კაკტუსი 93:101 დ.დ.
21:20, 22:26, 20:16, 20:21, 10:18
სოხუმი: კვეტენაძე (2ქ), ბერუაშვილი, კოკა ტომარაძე (3ქ), ბოქოლიშვილი (16ქ, 3პ), დ. ბარბაქაძე (13ქ, 5მ, 3ჩ), ლათანი (20ქ, 4ჩ), ბულიავა (23ქ, 7მ), ტიშენკო (14ქ, 12მ), ვუდსონი (2ქ, 6მ, 3პ).
კაკტუსი: უაითი (15ქ), ჩიკვილაძე (25ქ, 10მ, 6პ, 3ჩ), ჩლაიძე (29ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბრიჯმენი (6ქ, 5მ), ბააკაშვილი (12ქ, 5ჩ), ლომიძე (2ქ), ფლოვიესი (10ქ, 19მ, 4დ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული