"გოლდენ სტეიტის" ძირითადმა ქართველმა ცენტრმა "ბრუკლინ ნეთსთან" გამართულ მატჩში 20 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. ფაჩულიამ შედეგიანად ითამაშა და ოკლენდელებს მორიგი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.
"გოლდენ სტეიტი" ერთ-ერთი ლიდერის - კევინ დიურანტის გარეშე თამაშობდა და აღმოსავლეთ კონფერენციის საშუალოზე სუსტ გუნდთან მოსაგებად ჯაფა დაადგა.
მართალია, საბოლოოდ მასპინძლებმა 112:95 იმარჯვეს, თუმცა მეტოქე ბოლო პერიოდამდე შანსს ინარჩუნებდა, სანამ უკანასკნელ წუთებზე "უორიორზის" უპირატესობამ 20 ქულას არ მიაღწია.
"გოლდენ სტეიტი" 49 მოგებითა და 9 წაგებით დასავლეთ კონფერენციის და სრულიად ლიგის ლიდერია. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 28 თბერვალს სტუმრად "ფილადელფიასთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით