"გოლდენ სტეიტში" პირადსარეკორდო 16 ქულის მოგროვებიდან მეორე დღეს ფაჩულიამ კვლავ შედეგიანად ითამაშა და ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. ზაზა ორმაგ დუბლს, დიდი ალბათობით, მოაგროვებდა, მისთვის მწვრთნელს 18 წუთზე მეტი რომ დაეთმო.
ფაჩულიამ შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პირველსავე წუთზე უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ვაშინგტონელთა პოლონელმა ცენტრმა მარცინ გორტატმა, რომელიც
გორტატის უხეშობის შემდეგ ფაჩულია წაიქცა და თანაგუნდელ კევინ დურანტს მარცხენა მუხლზე დაეჯახა.
2014 წლის NBA-ს MVP დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ამით დასრულდა დურანტის 562-მატჩიანი სერია, რომლის განმავლობაშიც თითოეულში მინიმუმ 10 ქულა ჰქონდა მოგროვებული.
დურანტმა გამოკვლევა უკვე ჩაიტარა და მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი, სავარაუდოდ, დღეს გახდება.
ფაჩულიას და გორტატის დუელი კი გაგრძელდა. პოლონელმა ცენტრმა 12 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, თუმცა მან ზაზაზე 5 წუთით მეტი ითამაშა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი 18 წუთში 12 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სტუმრებიდან საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 25 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. კლეი ტომპსონმა ოკლენდურ გუნდს 16 ქულა შესძინა. გამარჯვებულებს ბრედლი ბილმა ულიდერა 25 ქულით, ხოლო ჯონ უოლმა 12 ქულასთან ერთად 19 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
აღმოსავლური ტურის ფარგლებში, "გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს ჩიკაგოში, 3 მარტს, "ბულსთან" ჩაატარებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ერთად ერთი ტომპსონი იყო მეტ ნაკლებად ნორმალური.