"გოლდენ სტეიტმა" ტრავმირებული დიურანტის გარდა სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, დრეიმონდ გრინი და ანდრე იგუდალა მოისაკლისა, რომლებიც გუნდის ხელმძღვანელობამ დაასვენა. "სან ანტონიოს" კი მთავარი ვარსკვლავი - კავაი ლეონარდი ტრავმის გამო გამოაკლდა, ასევე არ ითამაშეს ტონი პარკერმა, ლამარკუს ოლდრიჯმა და დეონტე მიურეიმ.
ზაზა ფაჩულია სტუმართაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველი ორივე გუნდის შემადგენლობაში იყო ერთადერთი,
"გოლდენ სტეიტში" საუკეთესო შედეგი იან კლარკმა დააფიქსირა, რომელმაც 34 წუთში 36 ქულა მიითვალა. 14 ქულა და 9 მოხსნა მეთ ბარნსმა მოაგროვა. ფაჩულიასა და ბარნსთან ერთად "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთულში იყვნენ შონ ლივინგსტონი, კევონ ლუნი და პატრიკ მაკაუ, რომლებმაც 2-2 ქულა მიითვალეს. "სან ანტონიოში" 5 კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს, რომელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო პეტი მილსი.
"სან ანტონიო" წაგებებით გაუთანაბრდა "გოლდენ სტეიტს", რომელიც მხოლოდ იმიტომაა პირველ ადგილზე, რომ 1-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და მოგებული. მომდევნო მატჩში, 15 მარტს, ოკლენდელებს "ფილადელფია" ესტუმრება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით