11:50 13-03-2017
შერმადინისა და ბურჯანაძის 21-მა ქულამ "ანდორას" ვერ უშველა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველმა ლეგიონერებმა სტუმრად, "მურსიასთანაც" ულიდერეს ანდორელებს, თუმცა ეს მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძლებმა 77:53 გაიმარჯვეს.
ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი შერმადინმა დააფიქსირა, რომელმაც 24:24 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 12 ერთეული შეადგინა, რაც საუკეთესო იყო სტუმართა შორის. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, 6 შეცდომა დაუშვა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
მოედანზე 18:11 წუთი დაჰყო ბურჯანაძემ, რომლის მონაგარიც 9 ქულა და 2 მოხსნა იყო. ბექამ 4-დან 2 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი გააცუდა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
11 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ანდორა" ცხრილში მე-8 ადგილზეა. 18 მარტს ქართველების გუნდი "სარაგოსას" უმასპინძლებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული