13:00 18-03-2017
თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში ულიდერა [VIDEO]
AutoSharing Option
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვიტორიელთა ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.
შენგელიამ 23:30 წუთი ითამაშა და სროლები ასპროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. მან 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შემატა. თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები 4-ჯერ დაარღვიეს. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
ამ გამარჯვებით "ბასკონია", რომელსაც აქტივში 15 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილამდე აღზევდა. შენგელიას გუნდს ევროლიგაში მორიგი მატჩი 21 მარტს, სტუმრად, გერმანულ "ბამბერგთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მართლა ულიდერა, თამაშს მთლიანად ვუყურე, ცხრავე ქულა გარდამტეხი იყო.
0
0
9 ქულით თუ არა 9 ქულით, ფაქტია რომ მატჩის MVP–დ დაასახელეს. ყველა საკალათბურთო საიტზე ასე წერია. 24 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი. დე კოლოს 22 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი.
0
0
არაფერსაც არ უბერავს! თამაში უნდა გენახა!
0
0
მაშასადამე 9 ქულით ულიდერა ? თოკოს ვენეცვალე , მაგრამ სტატიის ავტორი მაგარს უ-ბ-ე-რ-ა-ვ-ს
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული