თორნიკე შენგელიამ "ბასკონიას" მოსკოვის ცსკა-სთან მოგებულ მატჩში ულიდერა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს, საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის XXVI ტურის შეხვედრაში მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 79:78 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ვიტორიელთა ქართველი ფორვარდი გახდა, რომელიც ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველად გამოჩნდა სასტარტო ხუთეულში და მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა.

შენგელიამ 23:30 წუთი ითამაშა და სროლები ასპროცენტიანი სიზუსტით შეასრულა. მან 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო და 9 ქულას 6 მოხსნა (2 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შემატა. თორნიკემ
ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი წესები 4-ჯერ დაარღვიეს. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

ამ გამარჯვებით "ბასკონია", რომელსაც აქტივში 15 გამარჯვება და 11 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილამდე აღზევდა. შენგელიას გუნდს ევროლიგაში მორიგი მატჩი 21 მარტს, სტუმრად, გერმანულ "ბამბერგთან" ელის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლა ულიდერა, თამაშს მთლიანად ვუყურე, ცხრავე ქულა გარდამტეხი იყო.
Gela
18 მარტი 2017 18:42
0
9 ქულით თუ არა 9 ქულით, ფაქტია რომ მატჩის MVP–დ დაასახელეს. ყველა საკალათბურთო საიტზე ასე წერია. 24 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი. დე კოლოს 22 ქონდა მარგი ქმედების კოეფიციენტი.
ლადო
18 მარტი 2017 18:21
0
არაფერსაც არ უბერავს! თამაში უნდა გენახა!
Goderdzi
18 მარტი 2017 17:43
0
მაშასადამე 9 ქულით ულიდერა ? თოკოს ვენეცვალე , მაგრამ სტატიის ავტორი მაგარს უ-ბ-ე-რ-ა-ვ-ს
ALONZO
18 მარტი 2017 15:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული