ზაზა ფაჩულიას 8 ქულა და გამარჯვება "მილუოკისთან" [VIDEO]

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" კიდევ ერთი გამარჯვება - ამჯერად "მილუოკისთან".

19 მარტს ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდთან ოკლენდელებმა დამაჯერებლად ითამაშეს და 25 ქულის სხვაობით - 117:92 იმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტრტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 12 წუთით გამოჩნდა. მიუხედავად დროის სიმწირისა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ზაზამ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ფაჩულიამ 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

"გოლდენ სტეიტს" 28 ქულით სტეფ კარიმ ულიდერა, კლეი ტომპსონის ანგარიშზე კი 21 ქულა დაგროვდა. ანდრე იგუდალა
სათადარიგო იყო და ოკლენდელებს 15 ქულით შეეწია. "გოლდენ სტეიტისთვის" კარგი ინფორმაცია გავრცელდა ტრავმირებული კევინ დიურანტის შესახებ, რომელიც უკვე ისე მომჯობინდა, რომ ფარში ბურთის სროლას შეუდგა და მოედანსაც მალე დაუბრუნდება.
იხილეთ ვიდეო: გოლდენ სტეიტი-მილუოკი 117:92
Sportall.Ge

"გოლდენ სტეიტს" 55 მოგება და 14 მარცხი აქვს, რაც დასავლეთ კონფერენციასა და სრულიად ლიგაში საუკეთესო შედეგია. მორიგი მატჩი და დიდი გამოცდა ოკლენდელებს 21 მარტს ოკლაჰომა სიტიში, "სანდერთან" ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
მილუოკს მაკგის სტილის, სწრაფი და მხტომარა ცენტრები ყავს. ფარქვეშ, დაცვაში ვერ ვერ გაუმკლავდა დღეს, მაგიტომაც მცირე სათამაშო დრო.
tanto
14:49 19-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული